Skip to content

ნანა ცანავა: ფერთა ფსიქოლოგია

რა ფერებით ხატავს თქვენი ბავშვი?

ადამიანი უძველესი დროიდან ანიჭებდა ფერს სიმბოლურ მნიშვნელობას. მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა მეთოდიკა ,, ფერადი ბავშვები”, რომლის თანახმადაც ბავშვის ხასიათის გამოვლენა შეიძლება იმ ფერების მიხედვით, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირედ იყენებს ხატვის დროს. ასევე შეიძლება განისაზღვროს მისი რეაქცია სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში და ემოციურ კლიმატში და, რაც მთავარია შესაძლებელია, პროგნოზის გაკეთება, როგორი გაიზრდება იგი. იმის მიხედვით, თუ ხატვის დროს რომელ ფერს უფრო ხშირად იყენებს თქვენი შვილი, ასევე რომელი ფერია მისთვის ყველაზე საყვარელი, შეიძლება გამოყოთ მისი ხასიათის სხვადასხვა თავისებურებანი.

,,ყვითელი ბავშვები”
ყვითელი სულიერების ფერია, მაგრამ,ამავე დროს,საშიშროების. ყვითელი ფერის მოყვარული ადამიანი თავისუფალია, ორიგინალური, განსხვავებულად მოაზროვნე და ამიტომ საშიში, მისთვის წესრიგი და შეუზღუდავი ძალაუფლება ყველაფერზე მაღლა დგას. ყველაზე მეტად ხელოვნება იტაცებს.,, ყვითელი ბავშვი’’ მეოცნებეა, ფანტაზიორი, მეზღაპრე, ხუმარა. მას უყვარს მარტოობაში თამაში, უყვარს აბსტრაქტული სათამაშოები: კენჭები, ჩხირები, ნაჭრები, კუბიკები, აცოცხლებს მათ თავისი წარმოსახვის მეშვეობით. როცა გაიზრდება, უპირატესობას მიანიჭებს მრავალფეროვან, საინტერესო სამუშაოს. მას ყოველთვის ექნება რაღაც რწმენა, რაღაც იმედი, ექნება სწრაფვა, იცხოვროს მომავლით. ამავე დროს, შეიძლება ისეთი თვისებები გამოავლინოს, როგორიცაა არაპრაქტიკულობა, გადაწყვეტილების მიღებისაგან თავშეკავება, უპასუხისმგებლობა.

,,წითელი ბავშვები”
წითელი ფერი- სისხლისფერი, ჯამრთელობის, სიცოცხლის, ენერგიის, ძალის, ძალაუფლების ფერია. ასეთი ბავშვები გახსნილები და აქტიურები არიან. მშობლებისთვის ძალიან ძნელია ასეთი შვილების მოვლა: გაუგონრები არიან, ცოცხლები, ადვილად ღიზიანდებიან,მოუსვენრობენ, ამტვრევენ სათამაშოებს. როცა გაიზრდებიან, მაღალი შრომისუნარიანობა ექნებათ, რაც განისაზღვრება მათი სწრაფვით წარმატებისკენ, რეზულტატისა და შექების მიღებისკენ. აქედან მომდინარეობის სიჯიუტე მიზნის მისაღწევად და ეგოიზმი. დღევანდელი დღის ინტერესები მათთვის ყველაზე მაღლა დგას. გამოჩენილ პოლიტიკოსებს შორის ხშირად გვხვდება ,,წითელ-ყვითელი’’(წითელი-უფრო საყვარელი), ხოლო ჭკვიანებს შორის- ,,ყვითელ-წითელი’’.

,,ლურჯი ბავშვები”
,,ლურჯი ბავშვები” ძირეულად განსხვავდებიან ,,წითლებისაგან’’. ,,წითელი ბავშვების’’ დამშვიდება ლურჯი ფერით შეიძლება, ხოლო ,,ლურჯების”-წითლით.,,ლურჯი ბავშვები” მშვიდები არიან, გაწონასწორებულები, უყვართ ყველაფრის კეთება ნელ-ნელა და თანმიმდევრობით. სიამოვნებით წვანან დივანზე წიგნით ხელში,ფიქრობენ, აქვთ დეტალური განხილვის უნარი. უპირატრსობას ანიჭებენ სულიერ მეგობრობას თანგანწირვამდე, რადგან ,,წითელი ბავშვებისაგან” განსხვავებით, მათ უყვართ და სიამოვნებთ გაცემა და არა-მიღება. ხშირად ბავშვები ლურჯ ფერს ირჩევენ არა იმიტომ, რომ მშვიდები არიან, არამედ იმიტომ, რომ მოცემულ მომენტში სიმშვიდე სჭირდებათ.

,,იასამნისფერი ბავშვები”
ფერების ენაზე იასამნისფერი ღამეს,საიდუმლოს,მისტიკას, ოცნებას და თვითჩაღმავებას, შთაგონების ქვეშ მოქცევას ნიშნავს. ასეთ ბავშვებს მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ, არტისტიზმით და მგრძნობიარებით გამოირჩევიან. ადვილია მათი დაჰიპნოზება, ადვილად აღიგზნებიან.ისწრაფვიან შთაბეჭდილების მოსახდენად და, ამავე დროს,შეუძლიათ საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედონ. ადვილად სწყინთ, სხვებზე უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა და გამხნევება.

,,ლურჯ-მწვანე ბავშვები”
ფერების ენაზე ეს ფერთა შეთანხმება ნიშნავს წყალ, ყინულს,სიცივეს,სიღრმეს, სიამაყეს,პრესტიჟს, პატივმოყვარეობას. მოცემული ფერი ნერვული სისტემის მდგომარეობის ინდიკატორია. მას, ვისაც ეს ფერი უყვარს, ნერვები უკიდურესად დაძაბული აქვს.ასეთი მდგომარეობა გასაზღვრება ადამიანის ხასიათით, როდესაც ადამიანს ეშინია შეცდომის დაშვების, მიღწეული წარმატებების დაკარგვის, საკუთარი მისამართით კრიტიკის გამოწვევის. შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყველა ჩინოვნოკი და ადმინისტრატორი ,,ლურჯ-მწვანეა”. ამიტომ მნიშვნელოვანოა ,,ლურჯ-მწვანე ბავშვის” დაცვა მეტისმეტი რეგლამენტაციისაგან. აუცილებელია, მიანიჭოთ ბავშვს მეტი თავისუფლება, შეუქოთ ინიციატივა, დასჯის შეცვლამ წახალისებით, შესაძლოა, გაუზარდოს მოთხოვნილებები (მაგალითად, ნუ მოსთხოვთ, ისწავლოს მხოლოდ ხუთიანებზე).

,,მწვანე ბავშვი”
,,მწვანე ბავშვი’’ თავს მიტოვებულად მიიჩნევს და დედის სიყვარულსა და ზრუნვას საჭიროებს. ,,მწვანე” პიროვნებად რომ არ გაიზარდოს(კონსერვატიზმი, ცვლილებების შიში, რაც მისთვის დანაკარგებთან ასოცირდება), მოგეთხოვებათ განსაკუთრებული შემოქმედებითი აღზრდა, გახსნილობისა და ინტერესის განვითარება. ასეთი ბავშვისათვის აუცილებელია დაცულობისა და საიმედოობის გრძნობა.

,,ნარინჯისფერი ბავშვი”
ეს ბავშვები ადვილად აღიგზნებიან ისევე, როგორც ,,წითლები” და ,,ყვითლები”, მაგრამ ამ აღზნებას არ აქვს გამოსავალი და ბავშვები მხიარულობენ, ცელქობენ და ყვირიან ყველანაირი მიზეზის გარეშე. ამიტომაა საშიში ნარინჯისფერი: როცა ნარინჯისფერ მზეს ნარინჯისფერი ზეცა და კიდევ ნარინჯისფერი დედა ემატება, ეს ფერი მყვირალა და უსიამოვნო ხდება, აღიზიანებს და აცარიელებს.

,,ყავისფერი ბავშვები”

ყავისფერში ნარინჯისფერი ჩახშულია შავით და პირველის დისკომფორტი ისეთი თვალსაჩინო არ არის. მიწიერია, მყუდრო და სასიამოვნოც კი მცირე დოზებით. ყავისფერი ასეთი ბავშვებისთვის საკუთარი სამყაროს შექმნის საშუალება ხდება.
ეს სამყარო არის საიმედო და დახურული, რაც თავდაცვის გრძნობას მატებს.არსებობს ,,ყავისფერი” დისკომფორტის მრავალი მიზეზი:სუსტი ჯამრთელობა, ოჯახური უთანხმოება,დრამატულ მოვლენებში მონაწილეობა, და ბოლოს, გონებრივი არასრულფასოვნება.

,,შავი ბავშვები”

შავი ფერი, როგორც საშიშროების ფერი, ბავშვების ბუნებისთვის სრულიათ საპირისპიროა, პატარები იშვიათად ანიჭებენ უპირატესობას შავ ფერს,მაგრამ თუ იგი მაინც სხვა ფერებს ამ ფერს ამჯობინებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი რთული ფსიქიკა დროზე ადრე მომწიფდა, აგრეთვე მეტყველებს სტრესზე, რომელმაც ბავშვის ცხოვრება გადაატრიალა. რაც უფრო ხშირად ირჩევს იგი ამ ფერს, მით მეტია საშიშროება და მით უფრო მძიმეა ბავშვის დრამატული მდგომარეობა.

,,ნაცრისფერი ბავშვები”

სხვაგვარ ფსიქოლოგიურ სურათს იძლევა ნაცრისფერი, რომელიც ასევე არაა სასურველი ბავშვებისთვის და ნიშნავს რუტინას, გამონათებების არქონას, გარიყულობას, სიღარიბეს. ხშირად ,,ნაცრისფერი ბავშვი” წყნარია, გაუბედავი, ჩაკეტილი. ,,ნაცრისფერი სიტუაცია” იქმნება, როცა ბავშვს უშლიან ან თავად არ სურს სხვა ბავშვებთან ურთიეთობა. თუ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, მოსწონს ეს ფერი თუ არა, ეს დაღლილობის პირველი ნიშანია.

,,პასტელური ფერები”

ეს ტიპური ინფანტილური ფერებია. თუ ამ ფერებს უპირატესობას ზრდასრული ადამიანები ანიჭებს, ე.ი. მან ,,ბავშვობა” და მასთან დაკავშირებული ხასიათის თვისებები შეინარჩუნა.
ცისფერი თავისუფლებაზე მეტყველებს, უზრუნველობაზე და ცვლილებების სიყვარულზე. როგორც წესი, ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ ბიჭები. ხშირად ასეთი ბიჭებისაგან მეზღვაურები ან მფრინავები იზრდებიან.
ვარდისფერს ხშირად გოგონები ანიჭებენ უპირატესობას. ,,ვარდისფერი ბავშვი”, როგორც წესი, ნაზია, სუსტი და მოუხერხებელი. ასეთი ბავშვები ძალიან არიან დამოკიდებული გარშემომყოფებზე და საჭიროებენ გამუდმებულ მხარში დგომას. თუ ვარდისფერს ბიჭი ანიჭებს უპირატესობას, იგი, როგორც პიროვნება, უფრო ძლიერად ავლენს თავის თავს.
ლილისფერს, როგორც წესი, გოგონები ირჩევენ. იგი მეტყველებს ხასიათის ისეთ თავისებურებებზე, როგორიცაა სისუსტე, სინაზე, მარტოობის გრძნობა, დაუცველობა, ამ ფერის მოყვარული პატარა ხშირად საკუთარ სამყაროშია ჩაძირული.როგორც წესი, ,,ლილისფერი ბავშვი” ძალიან არტისტულია.

ავტორი: ნანა ცანავა