Skip to content

მხატვარი და მეფის ასული

…ერთხელ, უძველეს დროში ერთ ღარიბ მხატვარს მეფის ასული შეუყვარდა. მხატვარი ფიქრობდა რომ ის მისი არასოდეს გახდებოდა და გადაწყვიტა მისი პორტრეტი დაეხატა, რათა ამ გზით ასული სულ მასთან ყოფილიყო.

მხატვარმა დიდ ტილოზე დაიწყო პრინცესას დახატვა და მისი სახე და სხეული ნელ-ნელა ძალიან ემსგავსებოდა მას. მაგრამ მხატვარი მაინც არ იყო კმაყოფილი, ის გრძნობდა რომ რაღაც აკლდა პორტრეტის სრულყოფილებას.

მეფის ასულის ყურამდე მივიდა ის ამბავი, რომ ვიღაც ღარიბი მხატვარი მის პორტრეტს ხატავდა. და მან გადაწყვიტა გადაეცვა გლეხის გოგოს ტანსაცმელი, თავსაბურავი მოეხვია და ისე წასულიყო საკუთარი პორტრეტის სანახავად.

მისვლისთანავე იგი გაოცდა, ისე მოხიბლა მსგავსებამ მასსა და პორტრეტს შორის. მაგრამ მხატვარი დაღონებული დახვდა. მხატვარი რა თქმა უნდა ვერ მიხვდა რომ ეს თვითონ მეფის ასული მივიდა მასთან.

– _რატომ ხართ დაფიქრებული, ნუთუ პორტრეტმა დაგაღონათ?

ჰკითხა მეფის ასულმა.

– _არა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ მას რაღაც აკლია.

– _მაინც რა აკლია?__გაოცდა ასული.

– _ის რაღაც სულია, რომელიც მას არა აქვს__უპასუხა მხატვარმა.

მაშინ მეფის ასულმა მოიხსნა პირბადე და მხატვარმა დაინახა, რომ მის წინაშე ნამდვილი ასული იდგა. ის ცოტა ხანს გაქვავდა და შემდეგ უთხრა:

– _თქვენ მოხვედით ჩემთან რომ გენახათ თქვენი პორტრეტი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, თქვენ სული მაინც არ გაგაჩნიათ.