Skip to content

მუსიკისა და ვნების შესახებ

შეიძლება გსმენიათ კიდეც ორი კომოვიაჟორის ისტორია, რომლებიც აფრიკას ეწვივნენ 20-ე საუკუნის დასაწყისში, მათი მიზანი იყო გაერკვიათ, იყო თუ არა შესაძლებლობა გაეყიდათ ფეხსაცმელი აფრიკაში. ორივემ გამოაგზავნა დეპეშა მანჩესტერში. პირველმა მოიწერა:
 “სიტუაცია უიმედოა.ისინი არ ხმარობენ ფეხსაცმელს.”
მეორემ კი ასეთი რამ მოიწერა:
“შესანიშნავი შესაძლებლობებია”.
ბენჟამინ ზადერი ფიქრობს, რომ დაახლოებით ამგვარი სიტუაციაა დღეს კლასიკურ მუსიკაში.
მას ორი გატაცება აქვს: კლასიკური მუსიკა, და კაცობრიობისთვის მისი სიყვარულის სწავლება ახალ შესაძლებლობებთან, გამოცდილებებთან და კავშირებთან ერთად.
ამ შთამბეჭდავ ვიდეოში, ზადერი მოგვითხრობს კლასიკური მუსიკის, იმპულსებისა და ვნებების შესახებ და დასასრულს მხურვალე ტაშის ქვეშ, წარმატების საკუთარ განსაზღვებასაც გვთავაზობს. მოკლედ უყურეთ და ისიამოვნეთ.
ვიდეო ქართულ ენაზე თარგმნა: ნიკოლოზ დავითაშვილმა; წყარო: TED;