Skip to content

მსურს ჩემი ხალხი გადავარჩინო – ეს ჩემი ცხოვრების მიზანია!

ინდოელი, ნარაიანან კრიშნანი ხუთვარსკვლავიანი სასტუროების ქსელისთვის მუშაობდა  შვეიცარიაში. სამშობლოში ერთ-ერთი ვიზიტისას, მან ერთი საშინელი სანახაობა იხილა, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
“ვნახე რომ მოხუცებული კაცი, შიმშილის გამო, საკუთარ განავალს ჭამდა” – ამბობს კრიშნანი.”ეს ძალიან მტკივნეული სანახავი იყო ჩემთვის, უბრალოდ შოკში ვიყავი. ამის შემდეგ კი გადავწყვიტე ჩემი ხალხის გამოკვებაზე მეზრუნა, ვფიქრობ ეს ის საქმეა, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უნდა ვაკეთო.”
2003 წელს, კრიშნანმა მიზნის სისრულეში მოსაყვანად არასამთავრობო ორგანიზაცია “აკშაია” დააფუძნა.
მას შემდეგ, კრიშნანის დღე დილის 4 საათიდან იწყება. იგი თავის გუნდთან ერთად ეძებს უსახლკარო ადამიანებს ქალაქში და მათთვის საჭმელი მიაქვს. საკვები ძირითადად ვეგეტარიანულია, კრიშნანი და მისი გუნდის წევრები თავად ამზადებენ მას, ფუთავენ და მიაქვთ ქალაქის უსახლკარო და გაჭირვებული მცხოვრებლებისათვის.
ამასთან კრიშნანი უსახლკაროთა სისუფთავეზეც ზრუნავს – ბანს მათ, ჭრის თმებს და წვერს პარსავს.
მისი თქმით უსახლკარო ადამიანებმა იშვიათად იციან საკუთარი სახელები და წარმოშობა, სისუსტის გამო, ხშირად მათ არათუ მადლობის გადახდა არამედ დახმარების თხოვნაც კი არ შეუძლიათ, თუმცა კრიშნანი ამ საქმეს მადლიერების გამო არ აკეთებს.
“არსებული სიტუაცია უკვე უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის, მე ენერგიას ამ ადამიანების დახმარებისაგან ვიღებ – იმ საკვებისგან რომელსაც მათთვის ვამზადებ.. მათი დანაყრება ჩემთვის ბედნიერებაა.” – ამბობს კრიშნანი.
ორგანიზაციის ოპერაციები დღეში 327 დოლარი ჯდება, შემოწირულობები მხოლოდ 22 დღის ხარჯებს ფარავს. კრიშნანი თავად აფინანსებს დანაკლისს იმ სახლის გაქირავებით, რომელიც მას ბებიამ დაუტოვა.
კრიშნანს თავის რამოდენიმე თანაგუნდელთან ერთად ძველ სამზარეულოში სძინავს, მას შემდეგ რაც მთელი თავისი დანაზოგი საყვარელ საქმეს შესწირა, მას საკუთარი ფინანსები აღარ დარჩა და საკუთარი მშობლების ხარჯზე ცხოვრობს.
“მე ვთხოვე დედას თან წამომყოლოდა და ენახა რას ვაკეთებდი, სახლში დაბრუნების შემდეგ დედამ თქვა: თუ ამდენ ხალხს აძლევ საკვებს, შეგიძლია მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩემს იმედზე იყო – მე შენ გამოკვებავ. ამის შემდეგ მე მხოლოდ “აკშაიასთვის” ვცხოვრობ, ჩემზე კი ჩემი მშობლები ზრუნავენ.”
დაფინანსების ნაკლებობის გამო, ორგანიზაცია იძულებული შეიქმნა, შეეწყვიტა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომლის მიზანს უსახლკარო ადამიანების შეფარება წარმოადგენდა.
დღეს კრიშნანი CNN-ის გმირების სიაშია შესული და მიუხედავად რთული ცხოვრების წესისა, მაინც დიდ სიამოვნებას იღებს სიცოცხლისგან.
“თავს ძალიან კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ. მაქვს მიზანი და მინდა ამ მიზანს ვემსახურო მთელი ცხოვრება.”- ამბობს კრიშნანი.უყურეთ ვიდეოს მის შესახებ

4motivi.com