Skip to content

ცხოვრება ღირებულია!

ცხოვრება ღირებულია – ისწავლეთ!
ცხოვრება ღირებულია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ცხოვრება ღირებულია, თუ ვსწავლობთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიარსებოთ, არამედ იმისათვის რომ შევქნათ რაიმე ღირებული.  ცხოვრება ღირებულია თუ ვსწავლობთ ჩვენი და სხვათა გამოცდილებიდან.  ნუ შეწყვეტთ სწავლას!
ცხოვრება ღირებულია – ეცადეთ!
ცხოვრება ღირებულია, თუ ვცდილობთ დავინახოთ, მოვისმინოთ, წავიკითხოთ, ვეძებოთ შესაძლებლობები. ცხოვრება ღირებულია, თუ გვსურს პროგრესი, სწავლა და განვითარება. ცხოვრება ღირებულია, თუ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.
ცხოვრება ღირებულია – გსურდეთ!
ცხოვრება ღირებულია, თუ არ ვკარგავთ წინვლის სურვილს. თუ გვაღელვებს  შედეგები, ვზრუნავთ საკუთარ განვითარებაზე და მომავალზე – თუ გვსურს ვიყოთ გამორჩეული და დაფასებული.
ცხოვრება ღირებულია – გიყვარდეთ!
ცხოვრება ღირებულია თუ გვიყვარს. ცხოვრება ღირებულია  თუ გვერდში საყვარელი ადამიანები გვყავს, თუ ვაფასებთ მათ და ვუფრთხილდებით. ცხოვრება ღირებულია, თუ ყოველდღიურად, თუნდაც ერთი ადამიანისთვის გვემეტება ღიმილი, ფიქრი და სითბო.
ცხოვრება ღირებულია – ისწავლეთ, ეცადეთ, გსურდეთ, გიყვარდეთ!