მოწევა, მწეველები, სიგარეტი, ნიკოტინი, კვამლი, “ბიჩოკი”, კიბო, ნერვოზი… – ხედავთ რამდენი სიტყვა ასოცირდება სიგარეტთან? ოცდამეერთე საუკუნეში თამამად შეგვიძლია მოწევას გადაუჭრელი პრობლემა ვუწოდოთ. ფაქტია, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ფილტვისა და ღვიძლიას კიბოთი, ბევრი იავადმყოფებს თავს, გონებას, გულს ან სხეულის სხვა ნაწილს და რისთვის? – წამიერი სიამოვნებისთვის, რომელსაც ნიკოტინის “არომატი” ანიჭებს. .
თქვენ მწეველი ხართ? თუ ასეა მაპატიეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაანებოთ თავი სიგარეტს! რატომ? – კი მაგრამ, ამას კითხვა უნდა? რა თქმა უნდა, თქვენი და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის. ჩემი რჩევაა ნუ მოწევთ, გაუფრთხილდით ჯამრთელობას. ჯამრთელობა ყველაზე დიდი განძია რაც კი ადამიანს გააჩნია. თუ დაფიქრდით ამ სიტყვებზე, მაშინ ახლავე ესტუმრეთ მოწევის საწინააღმდეგო საიტს, ორგანიზაციას ან უბრალოდ თვითონვე დაისახეთ მყარი რწმენა, რომ ამას შეძლებთ და ბოლო წლების მონაცემებით 1 მილიონი შვეიცარიელის, 8 მილიონი ფრანგისა და 36 მილიონი ამერიკელი მოქალაქის მსგავსად დარჩებით ყოფილ მწეველად!
არ მინდა ვინმე “დავმოძღვრო”, რადგან თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური არჩევანი გააჩნია და თვითონვე გადაწყვეტს დაიწყებს თუ არა მოწევას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს მხოლოდ მწეველი დარჩება უკმაყოფილო საკუთარი ნაბიჯით. ძალიან რთულია უცბად სიგარეტისთვის თავის დანებება, ერთი შეხედვით შეუძლებლადაც კი მოგვეჩვენება, მაგრამ აბა დავუფიქრდეთ, არასწორი ნაბიჯის გადაგმა უმარტივესი საქმეა, მაგრამ მისი გამოსწორება ათჯერ რთული ხდება (ეს ბუნებრივი მოვლენაა). ცოტა მეტი ნებისყოფისა და მოთმინების შემდეგ კი თავისუფლად ამოისუნთქავთ.
იქნებ მე ვაზროვნებ არასწორად და სინამდვილეში სიგარეტი “კარგია”? ამის გასარკვევად მცირე ჟურნალისტური კვლევა ჩავატარე, რამდენიმე მწეველის პასუხს კი ცნობილი ფსიქოლოგების რჩევები მივუსადაგე:
1. რატომ ეწევით? – პასუხი: არ ვიცი, მე პირადად მოწევა მაწყნარებს.
ფსიქოლოგის რჩევა: მოწევის გარდა არსებობს სხვა გზებიც, რითაც დამშვიდება შეიძლება. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, წადით სასეირნოდ, მეტი ივარჯიშეთ, საკმარისად დაიძინეთ. დამშვიდებით გამოწვეული სიმაოვნების გრძნობა მოწევის შემდეგ თქვენს ნიკოტინზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს. იგი წარმოადგენს ნიკოტინის გამოდევნის სიმპტომების ჩაქრობის შედეგს. არამწეველები ნიკოტინის მიღებისას არც სიმშვიდეს და არც სიამოვნებას არ განიცდიან. თუკი შეწყვეტ მოწევას, მიხვდები, რომ სიმშვიდისათვის და ბედნიერი ცხოვრებისათვის სიგარეტი საჭირო არ არის.
2. რაში გეხმარებათ მოწევა? – პასუხი: სიგარეტი მეხმარება რთული სიტუაციების გადალახვაში.
ფსიქოლოგის რჩევა: ჰკითხეთ საკუთარ თავს მართლა გეხმარებათ თუ არა სიგარეტი პრობლემის გადაჭრაში? სიგარეტის მოწევა იმ დროს, როცა რაიმე პრობლემა წამოიჭრება, ხელს შეგიშლით ამ პრობლემის არსის ნათლად წარმოსახვაში და გადაჭრაში.
გარდა ამისა, სამწუხაროა, რომ უარყოფითი და საკუთარი თავისადმი პესიმისტური დამოკიდებულება მწეველებს ამ მანკიერი “თვისების” გაგრძელებისკენ უბიძგებს: “თუკი თავს დავანებებ, მეშინია რომ შეიძლება კვლავ დავიწყო”, “უკვე ძალიან გვიანია, ზიანი უკვე მიყენებულია”, “თუკი შევწყვეტ მოწევას, მოვიმატებ წონაში”, “მეშინია სიგარეტის გადაგდების შემდეგ არსებული გამოდევნის სიმპტომებისა”…
რეკლამა თუ ანტი რეკლამა? რას ემსახურება ფრაზა სიგარეტის კოლოფზე “მოწევა კლავს!” რა მოხდება უფრო მეტი ყურადღება, მსგავს წარწერებისთვის მიგვექცია: “მწეველები კვდებიან ადრე”, “მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას” და ა.შ. ამ ერთი შეხედვით შემაძრწუნებელ განცხადებებს ვითომდა არც არსებობდნენ, ყურადღებასაც არ აქცევს საზოგადოება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოწევის საწინააღმდეგო კამპანია არაეფექტურია. ძალიან ბევრ სავაჭრო პუნქტში არის გამოკრული წარწერა “18 წლამდე სიგარეტს და ალკოჰოლს არ ვყიდით”, თუმცა ვინ აინტერესებს ეს? დღესდღეობით, საქართველოში, ამ კანონის შემსრულებელი მაღაზია პრაქტიკულად არ არსებობს (ძალიან ცოტაა). აუცილებელია, რომ უფრო მკაცრად გაკონტროლდეს არასრულწლოვნებზე ალკოჰოლის და სიგარეტის მიყიდვა, მაგრამ ამასთანავე ვფიქრობ, რომ ეს დასწყისითვის რთული იქნება. პირველ რიგში, საზოგადოერბის ცნობიერება უნდა ამაღლდეს და საიგარეტის მავნებლობაზე ჩატარებული კვლევები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს…
გამომგზავნი/ავტორი: თემურ იკოშვილი