“მოტოციკლისტის დღიურები” არის ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ერნესტო ჩე გევარასა და მისი მეგობრის ალბერტო გრანადოსის მოგზაურობაზე ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ის გვიყვება ჩვეულებრივი ლათინო ამერიკელების ცხოვრებაზე და გვაჩვენებს როგორ უყალიბდება ჩე გევარას, ნანახის შემდეგ, მისი იდეოლოგიის საფუძვლები. ფილმს საფუძვლად უდევს ჩე გევარას წიგნი “მოგზაურობა მოტოციკლზე” და მისი მეგობრის ალბერტო გრანდოსის ჩანაწერები და მასალები.
ამონარიდები ფილმიდან – Diarios de motocicleta
“ამ მოგზაურობამ იმაზე მეტად შემცვალა, ვიდრე შემეძლო წარმომედგინა. მე ის აღარ ვარ, ვინც ვიყავი”– ერნესტო ჩე გევარა
“როგორ შეიძლება გაგაჩნდეს ნოსტალგია ადგილზე,რომელიც არასოდეს გინახავს? ” – ერნესტო ჩე გევარა
“უნდა იბრძოლო თითოეული სუნთქვისათვის და უთხრა სიკვდილს,რომ თავად წაეთრეს ჯოჯოხეთში” – ერნესტო ჩე გევარა
“რა მოვიტოვეთ თითოეული გადაკვეთილი საზღვრის უკან? ყოველი წამი ორ ნაწილად იყოფა: მელანქოლია მასზე,რაც უკან მოვიტოვეთ და აღფრთოვანება ,რომ ახალ მიწაზე შევაბიჯეთ” – ერნესტო ჩე გევარა
უყურეთ ფილმს