Skip to content

შუაღამისას მივხვდი მიყვარხარ

შუაღამისას მივხვდი მიყვარხარ,
დღეს ალბათ აღარც დამეძინება,
ჩემი გრძნობები, ჩემი ვნებები
შენს სახეს ფიქრად მოეფინება.
გამახსენდება ყველა დეტალი,
შენს ყველა ღიმილს ვუწყებ გროვებას.
თან წარმოვიდგენ, თითქოს აქვე ხარ…
კაცი მოუკლავს განა ოცნებას?…
შუაღამისას სრულ უკუნეთში,
დავიჯერებ და დავხუჭავ თვალებს…
ჩემი ხელები სათუთ მოლბერტზე,
ჰაერში ხატავს შენს სახის ნაკვტებს.
ვიცი არ არის ეს რეალობა,
ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა.
ეს მირაჟია, ეს ოცნებაა, ჩემი მითია, გარდასახვაა.
თუმცა ამ ღამით მე პიკასო ვარ,
რაფაელი ვარ და ტიციანი,
თანაც შენს პორტრეტს ჩემზე ლამაზად,
ვერ დახატავდა მოდილიანიც!
შუაღამისას ამდენის ნახვით, ბედნიერი ვარ და მეღიმება.
მეტსაც ვიხილავ თუკი ამ ღამემ, სხვა ღამეებზე მეტი იმეფა…
გამომგზავნი/ავტორი: ვახტანგ ბარამაშვილი