ჩემი ჭაბუკობისას ერთ ამხანაგს ვეჩხუბე.
მივედი მამა ათანასესთან და ვუთხარი:
– რა ვქნა, ვეჩხუბე კირილეს და არ შემიძლია მისი პატიება.
მამა ათანასემ მშვიდად შემომხედა და მითხრა: – „მამაო ჩვენოს“ წაკითხვისას იმ ადგილამდე რომ მიხვალ „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი“.
ასე თქვი:
„უფალო, ნუ მომიტევებ მე თანანადებს ჩემსას, რადგან არ შემიძლია კირილეს მივუტევო“.
– არ შემიძლია ამის თქმა.
– ასე უნდა თქვა, სხვანაირად არ შეიძლება რომ თქვა.
მაშინ შევეცადე ასე მეთქვა, მივედი ამ ადგილამდე და რომ ვერ შევძელი ამ სიტყვების წარმოთქმა, დავბრუნდი მამა ათანასესთან.
– მაშ, თუ არ შეგიძლია ამ სიტყვების წარმოთქმა, გამოტოვე.
ამასაც შევეცადე და ვერ შევძელი, რადგან სწორედ ეს მიტევებაა ის ზღვარი, რაც დევს ჩემს ცხონებასა და დაღუპვას შორის.
ისევ დავბრუნდი მამა ათანასესთან.
იგი მეუბნება: – რაო, გეშინია რომ დაიღუპები?
მაშინ აი, ასე თქვი: – უფალო, მე ძალიანაც მინდოდა მეპატიებია კირილესთვის, მაგრამ ვერ შევძელი. შენ ხომ შეგიძლია შემინდო, რადგან მე ეს მსურდა.
ეს რომ ვცადე გამომივიდა და რომ დავინახე როგორ თანდათან ვიძირებოდი ამ განცდებში, ვიგრძენი ჩემი სიბრაზის უაზრობა.
ამან კი მაფიქრებინა: „შემიძლია კირილეს პატიება; იგი არც ისე დამნაშავეა ჩემს წინაშე. ჩვენ ორივე დამნაშავე ვართ“. ამის შემდეგ მას შევურიგდი, მერე კი თავისუფლად, მშვიდად შევძელი იმ ღვთაებრივი სიტყვების წარმოთქმა, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანის ცხონება.
ლოცვის სიტყვები უნდა წარმოსთქვა წრფელი გულით. და თუ არ შეგვიძლია რაიმეს თქმა წრფელდ, ასე მაინც ვუთხრათ უფალს:
– მე მხოლოდ იმ სიტყვებს ვამბობ, რომლებიც წერია ამ ლოცვებში. ჩემი მხრიდან კი არ შემიძლია შენთვის ამის თქმა. შემეწიე, რომ ოდესმე მაინც შევძლო ეს.
მეუფე ანტონი ბლუმი (სუროჟელი) ; წყარო;