Skip to content

იგავი: “იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი”

“იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი”

”ბოდვაა!”- გაიფიქრა უსახლკარომ და გაზეთი გადააგდო.

ის ეზო-ეზო დადიოდა და საკვებს ეძებდა. ერთ ქუჩაზე, განცხადებების დაფაზე ფურცელი იყო მიკრული, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა:

“იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი”.

“ტექსტში შეცდომა იქნება.”- გაიფიქრა უსახლკარომ და გზა გააგრძელა. როდესაც გამზირზე გავიდა, დიდი ბანერი დაინახა, რეკლამით:

“იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი”

უსახლკარო დაფიქრდა. და დაინტერესდა, თუ რომელ სულელს შეეძლო მსგავსი განცხადების დაწერა. მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა, გარდა იმ ერთი დოლარისა, რომელიც ჯიბეში ედო და განცხადებაში მითითებულ მისამართზე წავიდა. როდესაც ადგილზე მივიდა, მართლაც დაინახა ვილა. გაუბედავად დარეკა ზარი. კარი, შუა ხნის, ლამაზმა ქალმა გაუღო.

– უკაცრავად! განცხადებასთან დაკავშირებით გაწუხებთ. რაც იქ წერია, ხუმრობა არის არა?

– არა, არა! ყველაფერი სწორია.

– მე ფასზე გეკითხებით. 1 დოლარი? ეს ასეა?

– დიახ. 1 დოლარი. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ სახლი დაათვალიეროთ.

რა თქმა უნდა, უსახლკაროს ყველაფერი მოეწონა. მისცა ქალს თავისი 1 დოლარი და გახდა მდიდრული ვილის მფლობელი. მაგრამ, გადაწყვიტა გაეგო, თუ რატომ ღირდა ვილა ასეთი იაფი? კითხვაზე ძველმა მფლობელმა ღიმილით უპასუხა: “ჩემმა ქმარმა, სიკვდილის წინ, ანდერძში ჩაწერა, რომ ჩვენი ვილა გამეყიდა და აღებული თანხა, მისი საყვარლისთვის გადამერიცხა. და მე, ჩემი ქმრის ანდერძი შევასრულე! განცხადება, ვილის გაყიდვის თაობაზე, 6 თვის წინ გავაკეთე და თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც გამომეხმაურა. აბა, ყოველივე კარგს გისურვებთ”. თქვა ქალმა და წავიდა.

ყველა ჩვენგანს ეძლევა შანსი!

საჭიროა მხოლოდ დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი შესაძლებელი არის.