გაუვალ ჯუნგლებში მიმავალ მდინარეს მღვდელი მოჰყავს, რომელიც ჯვარზეა გაკრული. მდინარე 70 მეტრი სიმაღლიდან ეშვება და ჩანჩქერში იკარგება. ასეთი სცენით იწყება კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი კინო. ეს არის ადმიანის ისტორია, რომელიც 18-ე საუკუნის კოლონიალური იმპერიისგან ინდიელი ტომების დაცვას ცდილობს.
ფილმი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ცხოვრებაში ადამიანობის, ერთგულების, მეგობრობის, სამართლიანობისა და რწმენის მნიშვნელობის შესახებ.