– მე ვარსკვლავი ვარ – ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი. აი,სწორედ ისეთი შენ, რომ გსურს იყო… მე დიდება ვარ – შენსკენ მომავალი დიდება…
მე სურვილი ვარ, შენი ცოდნა, ინტელექტი, გამოცდილება… მე შემოქმედება ვარ – მხოლოდ შენი შრომით შექმნილი შემოქმედება… მე სიმტკიცე ვარ – შენი გამბედაობა, ერთგულება და ქველმოქმედება…
მე ოცნება ვარ. მწვერვალი ვარ – შენს მიერ დაპყრობილი მწვერვალი… მე შენი რწმენა, ძალა ვარ და მე შენში ვარ ! ! !
მიდი გამაღვიძე ! რას ელოდები?! არა, მხოლოდ სიტყვები არ კმარა. მოქმედებაა საჭირო, გესმის!? გაბედული მოქმედება !
მიდი იმოქმედე გაბედულად. გესმის!? გაბედულად…
– არა ! – აწყვეტინებს შედარებით უფრო სუსტი,ნაცნობი, იდუმალი, მაგრამ სულში ეჭვისა და შიშის აღმძრავი ხმა.
არა, ნუ უსმენ ! შენ ეს არ შეგიძლია. ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა – ფუჭი ოცნება, უბრალო სიტყვებია, გესმის? – ლამაზი სიტყვები და მეტი არაფერი…
შენ ფული გჭირდება, პირობები და საუკეთესო გარემო. შენ მხარდაჭერა გჭირდება, გესმის ?! ხელშეწყობა,გავლენა და იღბალი…
– მართალია, აგრძელებს საუბარს უცნობი ხმა. მაგრამ მგონი რაღაც კარგად ვერ გაიგე . . . მე ყველაფერი ვარ, დაფიქრდი… “მე ლიდერი ვარ” – ამხელს თავის ვინაობას უცნობი ხმა გადამწყვეტ მომენტში…