მსახიობი, 39 წლის, ლოს-ანჯელესი
ტატუები, სისხლი და შრამები – აი, რისგან ვარ შექმნილი.
მე არ მჭირდება ფსიქოანალიტიკოსი. როლები, რომლებსაც ვირჩევ, არის ჩემი ფსიქოანალიტიკოსი.
როდესაც ყველა გოგო ოცნებობდა ბალერინობაზე, მე მსურდა, ვყოფილიყავი ვამპირი.
ყველა თვლის, რომ აღსავსე ვარ ბნელი საიდუმლოებებით და გატაცებული ვარ სიკვდილის იდეით. მაგრამ, თუ მე მომწონს სიკვდილზე ფიქრი, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ვაფასებ სიცოცხლეს.
არ მეშინია სისხლის და მკვდრის სხეულის. როდესაც ვხედავ გარდაცვლილ ადამიანს, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: რამდენიმე წუთის წინ, იგი ისეთივე ცოცხალი იყო, როგორც მე.
სიკვდილში არის რაღაც სიმშვიდე. ხვალ, შეიძლება შენც გარდაიცვალო. სწორედ ასეთი ფიქრები გაძლევენ საშუალებას, დღეს დააფასო ცხოვრება, როგორიც არ უნდა იყოს ის.
საკმაოდ გვიან მივხვდი იმას, რომ იყო ბედნიერი, შენი არჩევანია.
ტანჯვა არ არსებობს ტკივილის გარეშე. ტკივილის გარეშე კი, ვერასდროს ვისწავლით საკუთარ შეცდომებზე.
ნაკლოვანებები მიმზიდველად მიმაჩნია. ვფიქრობ, შრამები ძალიან სექსუალურად გამოიყურება, იმიტომ, რომ გახსენებს, თუ რა სისულელეებს აკეთებდი ოდესღაც.
დედაჩემი არადროს ჩხუბობდა და ყვიროდა. იგი ხშირად ტიროდა. ყოველთვის მესმოდა მისი ტირილი, რადგან ჩვენი ოთახები გვერდიგვერდ მდებარეობდა. ერთხელ, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, არ მკიხოთ, რას ვაკეთებდი, მაგრამ სახლში მოვედი გამთენიისას და დავინახე აცრემლებული თვალები და სახე ადამიანისა, რომელიც ტიროდა მთელი ღამე.
მამაჩემი, ჯონ ვოიტი, დიდებული მსახიობია, მაგრამ, პირველ რიგში, დიდებული მამაა.
სანამ კინოში გადაღება არ დავიწყე, საკუთარი მკერდის ზომაც კი არ ვიცოდი.
ხშირად ვიმალები ჩემი პერსონაჟების უკან. ძალიან ჩაკეტილი პიროვნება ვარ და დღემდე ვერ შევეგუე პოპულარობას.
არ მიყვარს, როდესაც მეხებიან. ოდესაღაც, ვიღაცამ შეამჩნა, ჩახუტებისას ვშეშდები და სუნთქვას ვიკავებ. წარმოიდგინეთ, დღემდე ასე ვარ.
ეტყობა, დიდი ხანია, ფსიქიატრიული მელოდება.
ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რა უზარმაზარია სამყარო სინამდვილეში.
დიდი ხნის წინ, ვიმყოფებოდი პირველ ხანგრძლივ მოგზაურობაში, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე ვაგრძელებდი ხეტიალს და როგორც ყველამ, გამოვიარე პერიოდი, როდესაც განრისხებული ხარ სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობ. მაგრამ, შემდგომ მივხვდი, ამაზე უკეთესი არის სიღატაკეში მცხოვრები ადამიანების დახმარება.
იმ ფულიდან, რომელსაც გამოვიმუშავებ, ერთ მესამედს ვზოგავ, მეორე მესამედს ვხარჯავ და დანარჩენს ქველმოქმედებას ვახმარ.
ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც გავუკეთე ჩემს შვილებს, არის სამყაროს შეცნობის საშუალება.
ჩემს შვილებს ისევე უყვართ მოგზაურობა, როგორც მე. ვფიქრობ, მათ უკვე ესმით დიდი სამყაროსი, რადგან მათთვის ისეთივე კომფორტულია მანჰეტენის სასტუმროში, როგორც კარავში, კენიის უდაბნოში.
ვთვლი, რომ ბავშვებმა ყველაფერი საკუთარი თვალებით უნდა შეიმეცნონ. ამიტომ, ჩემი შვილები ცხოვრობდნენ ჩემთან ერთად კერძო სახლში, კამბოჯში. მაგრამ, რეალურად, ეს სახლი უფრო კარავს გავს, რომლის ირგვლივ კიდევ ასეთი 100 კარავი დგას. იქაურ მეზობლებთან,უბრალო გლეხებთან ერთად ვმუშაობდით ტერიტორიის განაღმვაზე და აღმოვაჩინეთ 48 ნაღმი.
ოდესღაც, ზურგზე მქონდა ტატუ პატარა ფანჯრის სახით. შემდგომ „დავხურე“ ეს ფანჯარა დიდი ვეფხვით. მაგრამ ბავშვობაში, სულ პატარა გოგონა რომ ვიყავი, მიყვარდა ფანჯარაში ყურება და ფიქრი იმაზე, რომ ოდესღაც გავხვდები ამ უზარმაზარი სამყაროს ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ გავიზარდე, დიდხანს ვაკეთებდი ასე. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, გავთხოვდი თუ მივიღე მთავარი როლი რომელიმე ფილმში, ყოვეთვის ვპოულობდი დროს, რომ გამეხედა ფანჯარაში და მეპოვა რაიმე საინტერესო. დღეს კი, ეს ფანჯარა დაკეტილია დიდი ვეფხვით. თითქოს, ერთხელ და სამუდამოდ დავხურე იგი. მე ვიყავი იქ, დღეს ვარ აქ და საბოლოო ჯამში, ყველაფერი გავაკეთე, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი ფანჯარაში ყურებისას. დღეს ვუყურებ ცას და ვფიქრობ, როდის გავფრინდები და შევიგრძნობ მის უსასრულობას.
იყო თავისუფალი, ნიშნავს: ენდო ინტუიციას, არ განიკითხო არავინ საკუთარი შეცდომებისთვის და არ მიაყენო არავის ტკივილი.
ყოველთვის მქონდა სურვილი, მეცხოვრა რამდენიმე ცხოვრებით.
როდესაც აღარ ვუგდებ ყურს ინტუიციას და ვმოქმედებ ლოგიკით, მაშინვე საშინელი უსიამოვნებები იჩენს თავს.
როდესაც ექვსი შვილი გყავს, ყველანაირად ცდილობ, თავი აარიდო სახიფათო მოქმედებებს (ან სიტუაციებს).
ხანდახან, რთულია უპასუხო ბავშვების კითხვებს. მაგალითად, შეიძლება ასეთი კითხვა დაგისვან: “რატომ დაქორწინდნენ ფეონა და შრეკი, და შენ – ჯერ არა?“
ვფიქრობ, ქორწილი ბავშვებისთვის არის ოთხსართულიანი ლამაზი ტორტი.
ცხოვრება ძალიან განსხვავდება ფილმისგან. მაგალითად, ფილმში ქალი წევს საყვარელ მამაკაცთან ერთად იდეალურ პოზაში, როდესაც ცხოვრებაში სულაც არაა აუცილებელი, გქონდეს გადაფარეული შიშველ ტანზე გადასაფარებელი.
მგონია, რომ მეოთხე საუკუნეში ადამიანები სექსუალურად ბევრად უფრო ლაღები იყვნენ. ძალიან ვიბნევი ამის გაფიქრებისას.
მე ვარ დედა, რომელიც მუშაობს. ამიტომ, მჭირდება სექსუალური, მიმზიდველი და ამავდროულად, პრაქტიკული ტანსაცმელი.
ყოველთვის ვფიქრობდი,რომ იყო დედა – არის ყველაზე რთული, საშიში და რისკიანი სქმიანობა მთელს მსოფლიოში. ეს ტატუირებაა მთელს ზურგზე.
ის, რაშიც ხარ კარგი და ის, რაშიც ხარ კარგი საზოგადოების აზრით – სრულიად განსხვავებული ცნებებია.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ვითამაშო უარყოფითი როლი ფილმში ჯეიმს ბონდზე.
არ ვაპირებ, სამუდამოდ დავრჩე ფილმების სამყაროში. ოდესღაც ხომ გავხდები ბებია.
ბევრი ქალისგან განსხვავებით, მიყვარს ფეხმძიმობა. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც მთელი შენი სხეული ეკუთვნის შენს შვილს.
რაღაცა მომენტის შემდეგ მივხვდი, რომ კომფორტულად ვგრძნობ თავს საკუთარ თავთან. დღემდე არასდროს მიგვრძნია ეს. ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება ისეთივე საინტერესოა, როგორც ჩემი სამუშაო.
შეეკითხეთ სხვადასხვა ადამიანებს იმაზე, თუ რა უნდათ ყველაზე მეტად რომ გააკეთონ ამ ცხოვრებაში. აღმოჩნდება, რომ ეს ჯერ არავის გაუკეთებია. ესაა ის, რაც რეალურად მანაღვლებს.
არ მეყოფა დრო იმისათვის, რომ ჩავწვდე ცხოვრების არსს.
მომწონს რაღაცის გაკეთება. მომწონს, როცა დაკავებული ვარ და ვპასუხობ ათას კითხვას. უკვე ისიც აღარ ვიცი, რამდენ ფილმში მიმიღია მონაწილეობა.
ჩხუბი ფილმში ყოველთვის ლამაზად გამოიყურება, ცხოვრებაში კი – საზიზღრად.
მე არ მოვკვდი ახალგაზრდა, ეს უკვე კარგია.