Skip to content

ოშო: “რა არის პრობლემები?”

ათასობით ადამიანს უსაუბრია ჩემთან პრობლემების შესახებ, თუმცა მათ შორის რეალური აქამდე არცერთი ყოფილა. ყველა პრობლემა სიცრუეა – თქვენ მათ ქმნით, რადგან უპრობლემოდ თავს ცარიელად გრძნობთ. თუ პრობლემა არაა, არაფრით ხართ დაკავებული, არავის ებრძვით, არსად მიდიხართ. ადამიანები დადიან ერთი ბრძენიდან მეორესთან, ერთი ფსიქიატრიდან მეორესთან, ერთი ჯგუფიდან მეორისკენ, რათა ამის გარეშე ცარიელად გრნობენ თავს და ცხოვრება უაზრობად ეჩვენებათ. თქვენ ქმნით პრობლემებს, რათა შეძლოთ შეგრძნება, რომ ცხოვრება დიდი სამუშაოა, ზრდაა, და რომ მძიმე ბრძოლა გელით.

სვამთ თუ არა მთავარ შეკითხვას: ნამდვილად არსებობს პრობლემები თუ თავად ქმნი და უკვე იმდენად ეჩვევი, რომ მისი კამპანიის გარეშე არ შეგიძლია – უპრობლემოდ მარტო იგრნობ თავს? თანახმა ხარ, იყო უბედური – ოღონდ, არა ცარიელი. ადამიანები საკუთარ უბედურებას ეჭიდებიან, ოღონდ შინაგანი სიცარიელე არ იგრძნონ.

შენ თვითონ ამწვავებ შენს უბედურებას. ნახე – როცა ერთი პრობლემა ქრება, როგორ პოულობს ადგილს სხვა პრობლემა. სიტუაცია გველს მაგონებს, რომელიც ძველი კანისგან თავისუფლდება, მაგრამ თვითონ ყოველთვის რჩება.

როგორც კი ერთი პრობლემა წყდება, კვალში მეორე მოსდევს. თუ ყურადღებით დააკვირდები, შეამჩნევ, რომ მეორე პრობლემაც ისეთივე თვისებებისაა, როგორც წინა. გაუმკლავდი მას – მესამე უკვე მზადყოფნაშია.

იქნებ დააკვირდე, რა სისულელით ხარ დაკავებული. ქმნი პრობლემას, შემდეგ მისი გადაწყვეტის ძებნაში ხარ. უბრალოდ, დააკვირდი, რატომ აკეთებ ამას. პრობლემის გადაწყვეტა მის სათავეში მდგომარეობს – ნუ შექმნი მას! არანაირი პრობლემა გაქვს – მხოლოდ ამის შეგნებაა საჭირო.

თუკი საკუთარი პრობლემები არასაკმარისად გაქვთ, იწყებთ ფიქრს კაცობრიობაზე, მსოფლიოს ბედზე – თითქოს, მთელი სამყარო თქვენს რჩევებზეა დამოკიდებული.

მე არ მაღელვებს შენი პრობლემები. ისინი მილიონია და სრულებით უაზროა გადაწყვეტაზე ფიქრი – ეს შენ ხარ მათი შემოქმედი, მაგრამ ჩრდილში რჩები. მე ვწყვეტ შენს პრობლემას, მაგრამ შენ ქმნი ათობით ახალს.

გვერდით გადავდებ შენს პრობლემებს და მოვაღწევ შენამდე. მის შემქნელს სჭირდება შეცვლა. როცა ის შეიცვლება, პრობლემები თვალსაწიერიდან გაქრებიან.

კარგად დაიმახსოვრე: თავად განიჭებს სიამოვნებას პრობლემების სათუთად მოვლა და ამიტომაც ქმნი მათ. ბევრი მიზეზია, რის გამოც ამისგან სიამოვნებას იღებ.

მთელი კაცობრიობა ავადაა. ამის პრინციპურ მოტივებს, მთავარ მიზეზებს, მხედველობის მიღმა ვტოვებთ. როცა ბავშვი ავადაა, ყურადღების ქვეშაა, ხოლო როცა ჯანმრთელია, მისთვის არავის სცალია.

ყურადღება – ენერგიაა. როცა ვიღაც სიყვარულის მზერას გჩუქნით, ეს თქვენი ეთერული საკვებია. ყველა ბავშვს სჭირდება ყურადღება, შენ კი მხოლოდ მისი ავადმყოფობის ან სხვა პრობლემის დროს ხდები მზრუნველი. ამიტომ, როცა ბავშვი ყურადღების ნაკლებობას გრძნობს, იგონებს პრობლემებს, თავადვე ქმნის.

სიყვარული – აი, მთავარი საჭიროება. როგორს სხეულს სურს საკვები, ასევე იკვებება სული სიყვარულით. მაგრამ სიყვარულის მიღებას მხოლოდ ავად ყოფნის დროს შეძლებ. სანამ რაღაც არ შეგემთხვევა, მანამდე მის ჩუქებაზე არავინ ფიქრობს. ბავშვი შენგან სწავლობს, მოგვიანებით თვითონ იწყებს პრობლემების შექმნას. ხვდება, რომ ავადმყოფობის ან რაიმე პრობლემის დროს, ყველა მისკენ გარბის.