საოცრად მარტივ პრაქტიკას შეუძლია ადამიანი უფრო ხალისიანი გახადოს და მადლიერების გრძნობა გაუმძაფროს. მას ჩვენი მსოფლმხედველობის სრულიად შეცვლაც შეუძლია, თანაც ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას წარმოვადგენთ, სად ვცხოვრობთ, რამდენს გამოვიმუშავებთ.
როგორც მკვლევარები ამბობენ, ჩვენ გარკვეული ჩვევების შეცვლით, საკუთარ თავზე მუშაობით, განწყობას ვიცვლით.
მთავარია გამოვხატოთ მადლიერების გრძნობა, გავაღრმავოთ სოციალური ურთიერთობები, დავკავდეთ ფიზიკური აქტივობებით.
კვლევების უმეტესობა ადასტურებს, რომ ჩვენს ფიქრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლაც კი შეუძლია, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. მიმართულების კონტროლი კი ჩვენი მოვალეობაა.
1. შეხვდით სტრესს, როგორც გამოწვევას
როგორც ვიცით, სტრესი თქვენს ჯანმრთელობასა და ემოციებზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა ფიქრი იმაზე, რომ სტრესულ მდგომარეობაში ხართ, უარესი შედეგების მომტანია. სტრესს, როგორც წესი, მედიტაცია, მასაჟი, ვარჯიში, მეგობრებთან ერთად დროის გატარება ამცირებს. თუმცა სტრესის 100%-ით აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია. ეს ასეც უნდა იყოს. ახალი კვლევები გვიჩვენებს, რომ მცირე სტრესი ზოგჯერ დადებითიც კი არის.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სტრესის შესაძლო სარგებლიანობის დამადასტურებელი ვიდეო აჩვენეს. მას გონებრივი განვითარება, ცნობიერების ამაღლება, ურთიერთობების გამყარება და მადლიერების გრძნობის გაზრდა შეუძლია. ჯგუფმა, რომელიც ამ საკითხს იკვლევდა, სტრესით გამოწვეული დაავადებების 23 პროცენტიანი ვარდნა აჩვენა. სტრესის დონე კი იგივე იყო. ისინი სამსახურშიც უკეთ მუშაობდნენ და თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ.
ეს კვლევები გვიჩვენებს, რომ სანამ სტრესი გარდაუვალია, ის ჩვენს სხეულსა და გონებაზე გავლენას ახდენს. სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას, ეცადე დაინახო ეს სტრესი, როგორც გაუმჯობესებული ცხოვრების ნიშანი.
2. თქვენს ასაკს თქვენივე ფიქრები განსაზღვრავს. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. მოსაზრების დასამტკიცებლად შემდეგნაირი ცდა ჩაატარეს:
რამდენიმე ქალი სილამაზის სალონში მიიწვიეს. მათ ვარცხნილობა ან თმის ფერი უნდა შეეცვალათ. ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს მათ უფრო გააახალგაზრდავებდა, ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ არაფერი შეიცვლებოდა. ცდის ბოლოს ფოტოების შეფასება დაიწყეს. ის, რომელიც თვლიდა, რომ ვარცხნილობის შეცვლა უფრო გააახალგაზრდავებდა, მართლაც უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ფოტოებზე, რომლებსაც აფასებდნენ, მხოლოდ სახეები ჩანდა, თმა კი მოჭრილი იყო.
მთავარია, თვითდაჯერებული იყოთ.
კვლევები აჩვენებს, რომ ქალები, რომლებიც შვილს დიდ ასაკში აჩენენ უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ. ეს შესაძლოა იმიტომ ხდება, რომ ისინი უმეტესად უფრო ახალგაზრდებით არიან გარემორცული.
განსხვავებული ასაკის მეგობრები გყავდეთ!
3. კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები ნეგატიური ენერგიის თავიდან არიდებას გაცილებით მეტ დროს უთმობენ, ვიდრე პოზიტივის ძიებას.
შესაძლებელია ამის შეცვლა?
ყოველთვის, როდესაც თქვენს ცხოვრებაში რაიმე სასიამოვნო მოხდება, ეს იქნება თქვენი შვილის ჩახუტება, თანამშრომლის ხუმრობა თუ ქუჩაში ძველი მეგობრის შეხვედრა, დაფიქრდით, რა ემოცია გამოიწვია თქვენში და იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად იღბლიანი ხართ, რომ ცხოვრებაში ასეთი მომენტი გამოცადეთ.
ეცადეთ, ეს მომენტი თქვენში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. ეს მცირე მოგონებების ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანაში დაგეხმარებათ. ასე უარყოფითი ენერგიის განდევნასა და დადებითით ჩანაცვლებას შეძლებთ.
4. ,,რატომ ვუთხარი ეს მას’’? ,,როგორ შემეძლო ასეთი სულელი ვყოფილიყავი’’? – მსგავსი ფიქრები ყველას გვახასიათებს, თითქოს საკუთარ თავს ვებრძვით რიტორიკული კითხვების დასმით. ასეთ დროს ხშირად სინანულს განვიცდით და სტრესის სტიმულირებას ვახდენთ.
გაწუხებთ რაიმე? თავს უხერხულად გრძნობთ? აღიარეთ თქვენი შეცდომა. თქვენი ნეგატიური ემოცია: დანაშაული, სირცხვილი, უარყოფა, ბრაზი – როგორც საგანი ისე წარმოიდგინეთ. რა ფერია? როგორი ფორმა აქვს? სად გრძნობთ? მკერდის, მუცლის არეში? ყველგან? ამაზე ფიქრი ყველაფერს უფრო გაგიმარტივებთ. ამ ყველაფრის გაცნობიერება ნეგატიური ენერგიის, ემოციების განდევნაში დაგეხმარებათ.
5. დახარჯეთ ფული, თუმცა ეს გონივრულად აკეთეთ. ფსიქოლოგიური კვლევები გვიჩვებებს, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, თუმცა ჰარვარდის ფსიქოლოგიის პროფესორი შემდეგ მოსაზრებას გვაწვდის: თუკი ფული არ გაბედნიერებთ, ნიშნავს, რომ მას სწორად არ ხარჯავთ.
კვლევებმა გვიჩვენეს, რომ ხარჯვა კმაყოფილებას იწვევს. ფული ბედნიერებად უფრო მეტად მაშინ გარდაიქმნება, როდესაც სხვებისთვის ხარჯავ და არა საკუთარი თავისთვის.
6. ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენეს, რომ ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობისა და ცხოვრებით კმაყოფილების განმაპირობებელი ცხოვრების მიზნია. ეს კი ყოველდღიური აქტივობების შესაძლებლობას ზრდის. მიზანი გაგათავისუფლებთ ნეგატიური ფიქრებისგან.
შეგიძლიათ ცხოვრების მიზანი თავად ეძიოთ. ეს შეიძლება იყოს ოჯახისა და შვილების მოვლა, შემოქმედებითი საქმიანობა, ბუნებით ტკბობა ან უბრალოდ ნებისმიერი აქტიურობა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
7. არ დაგავიწყდეთ სიმღერა. ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ სიმღერა ეს იქნება გუნდში, მანქანაში თუ საშხაპეში, დადებით შეგრძნებებს იწვევს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს ენდორფინებს, სეროტონინს, დოპამინსა და ოქსიტოცინს.
და თანაც გახსოვდეთ, სულაც არ აქვს მნიშვნელობა კარგად გამოგდით ეს საქმე თუ არა. სიმღერის დადებითი ზემოქმედება ყველაფრის მიუხედავად თქვენს განწყობაზე პოზიტიურად აისახება.
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა