Skip to content

დიალოგი ფანქარსა და საშლელს შორის

ფანქარი: მაპატიე…

საშლელი: რისთვის? შენ არაფერი დაგიშავებია.

ფანქარი: ვწუხვარ რომ ტკივილს გაყენებ… როდესაც შეცდომას ვუშვებ, შენ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ და მათ დაძლევაში მეხმარები, ამისთვის კი საკუთარ ნაწილს სწირავ. თანდათან უფრო და უფრო პატარა ხდები და ძალა გეცლება.

საშლელი: მართალია, თუმცა არაფერია. მე ხომ ამისთვის ვარ შექმნილი, იმისათვის რომ დაგეხმარო როცა რაიმე შეგეშლება და გასაჭირში ჩავარდები. იმ შემთხვევაშიც კი როდესაც აღარ ვიქნები ამქვეყნად და შენ სხვა საშლელით ჩამანაცვლებ, მაინც ბედნიერი ვიქნები რომ გეხმარებოდი. ასე რომ გთხოვ შეწყვიტე წუხილი, არ მიყვარს როდესაც სევდიანი ხარ.

დიალოგი ფანქარსა და საშლელს შორის, დიდ დაფიქრებასა და ყურადღებას მოითხოვს. საშლელი ჩვენი მშობლების მაგალითს მაგონებს, რომელთაც უანგაროდ ვუყვარვართ და ყოველთვის ჩვენს მხარში გვიდგანან, რჩევებს გვაძლევენ, მაგალითს გვაძლევენ, ზრუნავენ, გვასწავლიან და ცდილობენ შეცდომების გამოსწორებაში დაგვეხმარონ. ფანქრები კი ჩვენ ვართ – შვილები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ვერც კი ვაფასებთ მათ ამაგს.

მშობლები ჩვენს გამო საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს სწირავენ, მათაც ბევრი რამ აწუხებთ, მაგრამ მათი მთავარი საზრუნავი და ტკივილი, მაინც შვილების სევდიანი ღიმილია.