Skip to content

მაქსიმები (ფრანსუა დე ლაროშფუკო) ნაწილი მეორე

1.არაფერი არ ბღალავს ჩვენს თავმოყვარეობას ისე, როგორც იმის შეგრძნება, რომ დღეს ვიწუნებთ იმას, რასაც გუშინ ვიწონებდით” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

2. “ვინც მეტისმეტ გულმოდგინებას იჩენს პატარა საქმეში. დიდ საქმეს ვერასოდეს გაართმევს თავს” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

3.“ანგარება ყველა ენაზე ლაპარაკობს და ყველა როლს ასრულებს. თვით უანგარობის როლსაც” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

4.
“არ არსებობს კაცი, რომელიც ერთხელ გულს აიყრის საყვარელ ქალზე, სირცხვილით არ იხსენებდეს თავის ძველ სიყვარულს” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

5. “თვით ყველაზე დიდი თავმოყვარეობაც კი უკან იხევს და უჩინარი ხდება, როდესაც მისი მისწრაფება დაუძლეველ წინააღმდეგობას აწყდება ხოლმე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

6.“ჩვენ თვითონ, რომ არ ვეპირფერებოდეთ საკუთარ თავს სხვების პირფერობა რას გვავნებდა” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

7.“რაგინდ მაცდურიც არ უნდა იყოს იმედი, მაინც საამო გზით გვატარებს სიცოცხლის დასასრულამდე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

8. “არაფერია უფრო ბრიყვული, ვიდრე იმის სურვილი,რომ ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი ჩანდე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

9.“ჩვენ გვიყვარს სხვის სულში ხელების ფათური, მაგრამ არ გვიყვარს, როცა ჩვენს სულში აფათურებენ ხელს”ფრანსუა დე ლაროშფუკო

10.“ჩვენივე მტრების მსჯელობა ჩვენზე გაცილებით უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ჩვენი მსჯელობა საკუთარ თავზე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

11.“ჩვენ ვცდილობთ ღირსებად მივითვალოთ ის ნაკლი, რომლის გამოსწორებასაც არ ვაპირებთ” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

12.“ქალისათვის იგივეა ახალგაზრდობა სილამაზის გარეშე, რაც სილამაზე ახალგაზრდობის გარეშე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

13.“რაგინდ იშვიათიც არ უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი მეგობრობა კიდევ უფრო იშვიათია” – ფრანსუა დე ლაროშფუკო

14.“საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის უჩვეულო სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ რატომ ერთხელაც არ ვუფიქრდებით, ასეთსავე სიამოვნებას ანიჭებს, თუ არა ეს ჩვენს მსმენელსაც ?” – ფრანსუა დე ლაროშფუკო