Skip to content

მარკ ცუკერბერგის რჩევა იმ ახალგაზრდებს, ვისაც მსოფლიოს შეცვლა სწადიათ

“ფეისბუქის” იდეის ავტორი და დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, 2 მარტს, მსოფლიო ციფრულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.

ცუკერბერგის გამოცდილება არ მოიცავს ყველაფერს, თუმცა სასარგებლო რჩევები აქვს ლიდერი ახალგაზრდებითვის. მან კონგრესზე ორ ძირითად შეკითხვას უპასუხა, ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი გახლავთ საუბარი ახალი თაობის მიზნებზე. 30 წლის მილიარდერი ამბობს, რომ “წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა. კოლეჯის პირველკურსელს არანაირი გამოცდილება არ გექნება ახალი საქმის დასაწყებად. ყოველთვის იარსებებს ისეთი ადამიანები, რომლებმაც შენზე მეტი იციან ამა თუ იმ სფეროში. (თუმცა) მე “ფეისბუქის” მშენებლობა 19 წლის ასაკში დავიწყე.”

“არასდროს შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე რეალურად ღირხარ,” ის აგრძელებდა: “თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უნიკალური პერსპექტივა, იდეები, რომელთა დახმარებითაც მსოფლიოს ერთად შევცვლით!”

თემურ იკოშვილი