მარკ ტვენის შემოქმედება მოიცავს ისეთ ჟანრებს, როგორიცა იუმორი, სატირა, ფილოსოფიური ფანტასტიკა, პუბლიცისტიკა და სხვა. ამერიკაში იგი ითვლებოდა ძალიან პოპულალურ პიროვნებად, განსაკუთრებით მისი შემოქმედებისა და კარიერის ზენიტის დროს. უილიამ ფოლკნერი წერდა: „მარკ ტვენი იყო პირველი ნამდვილი ამერიკელი მწერალი, ხოლო ჩვენ ვართ მისი შთამომავალნი“. ერნესტ ჰემინგუეი აღნიშნავდა, რომ ამერიკის მთლიანი თანამედროვე ლიტერატურა აღბეჭდილია მარკ ტვენის ერთ-ერთ წიგნში – „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“.
ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის შემოქმედი გარდა იმისა, რომ იყო ყველა დროის ერთ-ერთი გონებამახვილი ავტორი, დიდი იუმორის გრძნობის მქონე გახლდათ. ჩვენ შევაგროვეთ სიტყვის ოსტატის ყველაზე საინტერესო 50 ციტატა, რომელიც შეიცავს გონებამახვილობას, სიბრძნეს და ირონიას:
- ზაფხული – ეს არის წელიადის ისეთი დრო, როდესაც ძალიან ცხელა იმისათვის, რომ გააკეთო ის, რის ზამთარში გასაკეთებლადაც ძალიან ცივა.
- არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე ვინმეს კარგი მაგალითი.
- მას, ვინც არ კითხულობს კარგ წიგნებს, არავითარი უპირატესობა არ გააჩნია იმასთან შედარებით, ვისაც საერთოდ არ შეუძლია წიგნის წაკითხვა.
- ნებისმიერი რამის მინიშნება პრესაში, თუნდაც ყველაზე ნეგატიურის, ნეკროლოგის გარდა, რეკლამაა.
- პატიება – ეს არის გასრესილი იის სურნელი, რომელსაც ჩუქნის მისი არსებობის გამანადგურებელ ადამიანს.
- თუ გაზეთებს არ კითხულობთ, არაინფორმირებული ხართ, თუ კითხულობთ –დეზინფორმირებული.
- საუკეთესო გზა საკუთარი თავის გასამხნევებლად – სხვისი გამხნევებაა.
- არსებობს სიცრუის 3 სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა.
- ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამიც ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი არა, პატარა პლანეტა დაედოს.
- იყო კარგი მუდამ, ეს ძალიან ცვეთს ადამიანის შინაგან ბუნებას.
- იცეკვე ისე, თითქოსდა, არავინ გიყურებს. იმღერე ისე, თითქოს, არავინ გისმენს. გიყვარდეს ისე, თითქოს, არავის არასდროს უღალატია შენთვის. და იცხოვრე ისე, თითქოს, დედამიწა სამოთხეა.
- ნუ იტყვი, რომ ცხოვრებას შენი მართებს. მას არაფერი მართებს, რადგან შენამდეც არსებობდა.
- კლასიკა – ეს არის ის, რასაც ადამიანები აღმერთებენ, მაგრამ არ კითხულობენ.
- ყველაზე საშინელი მარტოობაა, როდესაც არაკომფორტულად გრძნობ თავს საკუთარ პიროვნებასთან.
- ადამიანის შექმნა იყო კარგი და ორიგინალური იდეა, თუმცა ამის შემდეგ ბატკნის შექმნა ნიშნავდა განმეორებას.
- ჩემს თავს სიტყვა ჩამოვართვი, რომ არ მოვწევ ერთდროულად ერთ სიგარეტზე მეტს.
- როდესაც ვიყავი 14 წლის, მამაჩემი იყო ისეთი სულელი, რომ ძლივს ვეგუებოდი მას. თუმცა როდესაც გავხდი 21ის, გაკვირვებული დავრჩი, როგორ დაჭკვიანდა ეს მოხუცი მამაკაცი ბოლო 7 წლის განმავლობაში.
- თუ მუდამ სიმართლეს ამბობთ, არაფრის დამტკიცება არ დაგჭირდებათ.
- სიგარეტისათვის თავის დანებება ყველაზე მარტივია ამ სამყაროში. კარგად ვიცი, რადგან ათასჯერ მაინც დამინებებია თავი.
- სიკეთე – ეს არის ის, რასაც დაინახავს ბრმა და გაიგონებს მუნჯი.
- ისეა მოწყობილი დედამიწა, რომ როდესაც აღარ დარდობ ერთ რაღაცაზე, – იწყებ შფოთვას სხვა რამეზე.
- ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, არის – ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა.
- მხოლოდ ორ რამეს ვინანებთ სიკვდილის წინ – რომ არ გავცემდით ბევრ სიყვარულს და არ ვმოგზაურობდით ბევრს.
- არცერთი იმპროვიზაცია არ გამომდის ისე კარგად, როგორც ის, რომელსაც ვამზადებდი 3 დღის მანძილზე.
- არასოდეს ეკამათო სულელ ხალხს, რადგან მათ დონემდე დაეცემი და ისინი გამოცდილებით ყოველთვის გაჯობებენ.
- მოდით, მადლობა მოვუხადოთ სულელებს, ისინი რომ არა, სხვებს გაუჭირდებოდათ წარმატების მიღწევა.
- როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს, ვიქცევით ისე, როგორც სურს ჩემს მეუღლეს. ამ ნაბიჯს ის ეძახისს კომპრომისს.
- კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება.
- სამწუხაროა, რომ გველი არ იყო აკრძალული ხილი სამოთხეში, თორემ ადამი მასაც შეჭამდა.
- ადამიანის ტვინი – საოცარი გამოგონილებაა. ის მშვენივრად მუშაობს იმ წუთამდე, სანამ ადგები სიტყვის სათქმელად.
- სკოლაში არავის ვაძლევდი უფლებას, ჩარეულიყო ჩემი განათლების პროცესში.
- ჩვენ მოგვწონს ის ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან საკუთარი აზრის გამოთქმას. თამცა არსებობს პატარა „მაგრამ“ – მთავარია, ისინი ფიქრობდნენ, ისე როგორც ჩვენ.
- ძველი ანდაზაა: ბავშვები და სულელები ყოველთვის ამბობენ სიმართლეს. აქედან გამომდინარე, ზრდასრული და ბრძენი ადამიანები არასოდეს ამბობენ სიმართლეს.
- უკეთესია, ჩუმად იყო და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო პირი და ყველა ამაში დარწმუნდეს.
- ბანკი – ის დაწესებულებაა, სადაც შეგიძლია ფული ისესხო, თუ დაარწმუნებ, რომ ფული არ გჭირდება.
- თუ შენ გჭირდება ფული, ისესხე შენთვის უცხო ადამიანისაგან, თუ გჭირდება რჩევა, მიდი მეგობრებთან, თუკი არაფერი გჭირდება – მიდი ნათესავებთან.
- ადამიანებმა, რომლებსაც დიდი მწუხარება დააქვთ გულით, იციან, თუ როგორ დაამშვიდონ სხვა.
- გეშინოდეთ იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, წაგართვან საკუთარი თავის რწმენა. დიდებულია ადამიანი, რომელიც ცდლობს დაგაჯეროს, რომ შენც შეგიძლია გახდე დიდებული ამ ცხოვრებაში.
- ვინც არ იცის, სად მიემგზავრება, ძალიან გაუკვრდება, როდესაც მოხვდება იქ, სადაც სულაც არ სურდა მოხვედრა.
- იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, უნდა შექმნა საკუთარი სამოთხე და იცხოვრო მასში. ნუთუ ფიქრობთ, რომ ყველას თქვენგანს დაგაკმაყოფილებთ ერთი და იგივე სამოთხე?
- ათასი გენიოსი ადამიანი ცხოვრობს და მიდის ამ დედამიწიდან. ზოგმა სახელი ვერ მოიხვეჭა, ზოგმა კი, საკუთარი თავი ვერ იპოვნა.
- ნაოჭები ადამიანის სახეზე ბევრი ღიმილით უნდა იყოს გამოწვეული.
- ცხოვრებაში ერთხელ, ფორტუნა კარზე უკაკუნებს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ჩვეულებისამებრ, ამ დროს ადამიანი ზის უახლოეს კაფეში, სვამს ლუდს და რა თქმა უნდა, არავითარი კაკუნი არ ესმის.
- ღმერთმა იმიტომ შექმნა ადამიანი, რომ მაიმუნმა იმედი გაუცრუა. შემდგომ, მან უარი განაცხადა სხვა ექსპერიმენტების ჩატარებაზე.
- მე ვიცი უსიამოვნების უამრავი სახეობა, თუმცა განსაცდელების უდიდესი ნაწილი არცკი გადამხდენია თავს.
- სიმართლე ადამიანს ისე უნდა უთხრა, თითქოსდა, ქურთუკს აწვდი ჩასაცმელად და არა – ისე ესროლო სახეში, როგორც სველი პირსახოცი.
- თუ მშიერ, ქუჩაში მოხეტიალე ძაღლს აჭმევ და მოეფერები, არასდროს გიკბენს. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება ძაღლსა და ადამიანს შორის.
- იყიდეთ მიწა, მას ხომ უკვე აღარავინ აწარმოებს.
- სიკვდილის შიში ცხოვრების შიშიდან მომდინარეობს. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის არ ეშინია, ნებისმიერ დროს არის სიკვდილისთის მზად.
- მეგობრისთვის სიცოცხლის გაწირვა კი არაა პრობლემა, არამედ ისეთი მეგობრის პოვნა, ვისთვისაც ღირს სიკვდილი.