Skip to content

ლაშა ჩხაიძე:მე შენ მიყვარხარ

 ღამე დახუნძლა წვიმამ რითმებით,
ნისლი ებრძოდა აისს ცის კიდით,
მე მომეჩვენა რომ შენ მიცდიდი,
და ჩვენს მოლოდინს ნთქავდნენ მითები.
დრომ გაიცინა ავად,ჭრიალით,
თითქოს დაჩრდილა მთები სპეტაკი,
მე მომეჩვენა რომ შენ მიცდიდი
და გავაცდინეთ ძველი სპექტაკლი
სულში ქარებმასულში ქარებმა,
ააფრთხიალეს ცელქი მზეწვია,
თუ გამომხედავ ისევ მაცდურად,
თუ გაზაფხული ისევ გვეწვია
ჩამოათოვებს აპრილს ნუშები,
ისევ მოვივლით ძველ ნარიყალებს,
შენ უხერხულად შეიშმუშნები,
ღიმილით მეტყვი,რომ დაიღალე
წვიმა ესხმოდა აისს ცის კიდით,
და დავინახე რომ შენ იქა ხარ,
მე მომეჩვენა თითქოს მიცდიდი
პირველი მეთქვა: მე შენ მიყვარხარ

გამომგზავნი/ავტორი: ლაშა ჩხაიძე