Skip to content

როცა შენთან ერთად ვარ…

მიყვარს შორი მანძილი

როცა შენთან ერთად ვარ,
მინდა დრო რომ შენელდეს,
გზები არ ილეოდეს,
უსასრულოდ ვიაროთ,
ღამე-ღამე ვათიოთ,
ჩვენი ცქერით-ყურებით
ცა და ზღვა ირეოდეს.
მინდა ვიყო დაღლილი,
გამაძღარი მზის სუნთქვით,
ყველა სიტყვა გავთიშო,
გგრძნობდე, მხოლოდ გხედავდე
და უგონოდ გვიყვარდეს
ზღვის სილაზე თამაში,
მხოლოდ შენზე ვფიქრობდე,
მეტს ვერაფერს ვბედავდე.
მყავდე გვერდით, მჯეროდეს
ჩვენი წრფელი ოცნების,
მწამდე, მწამდე, მიყვარდე,
ცამდე, ცამდე გიწამო..
არაფერი არსებობს,
როცა გხედავ, შენს მეტი,
მინდა გაგიმეორო, გითხრა,
გითხრა, გითხრა რომ…
ავტორი: ნინი კუჭუხიძე