Skip to content

კირა ნაიტლი: “არასდროს არ ვფიქრობ, რა ჩავიცვა”

კირა ნაიტლი

მსახიობი, 30 წლის, ლონდონი.

დედა ამბობდა, რომ მე 45 წლის დავიბადე.

ალბათ, სისულელეა ამაზე საუბარი, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ბავშვური. ყოველთვის მინდოდა, უფროსებს, რაც შეიძლებოდა ადრე, ენახათ ჩემში პიროვნება.

7 წლიდან დავიწყე გადაღება. პირველივე დღიდან, სახლისთვის ვაგროვებდი ფულს მურაბის ქილაში. 3 წლის რომ ვიყავი, სურვილი გამიჩნდა, მყოლოდა აგენტი. ყოველივე ეს არ მახსოვს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ასე იყო. ვფიქრობ, არ მქონდა მცირედი წარმოდგენაც კი იმაზე, თუ რა იყო აგენტი. უბრალოდ, მიმაჩნდა უსამართლოდ, რომ დედ-მამას ყავთ აგენტები, ხოლო მე – არა.

წინა დაბადების დღეს, როდესაც მე შემისრულდა 28 წელი, გავიფირე:”სწორედ ამას ჰქვია, გახდე ზრდასრული”. მერე ავიღე ფოტოსურათი, სადაც 9 წლის ვარ და მაცვია ჯინსის კომბინიზონი. მაშინ მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა მეყიდა ასეთივე. და აი ამ დროს, ვიღაცამ მაჩუქა ფერიას ფრთები. ამრიგად, ჩემი 28-ე დაბადების დღე აღვნიშნე ჯინსის კომბინიზონში, ფერიას ფრთებით ბეჭებზე, და უფრო ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.

ჩემი მშობლები იყვნენ შეთანხმებულები, რომ მეორე შვილს გააჩენდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დედა დაწერდა ახალ პიესას და წარმატებით გაყიდიდა. ასე დავიბადე მე, დედამ კი დაწერა თავისი პირველი პიესა – ” როდესაც ვიყავი გოგონა, ვტიროდი და ვყვიროდი”. (კირას მამა – ვილ ნაიტლი – თეატრის მსახიობი. კირას დედა – შარმან მაკდონალდი – ცნობილი სცენარისტი).

ოსკარის ნომინაციამდე, მე გავიარე ეკლიანი გზა, ირონიითა და უარყოფით აღსავსე, და მგონი, ეს შესანიშნავია.

მაღალი საზოგადოების ყველა ზეიმზე, შეგიძლიათ შემნიშნოთ სადღაც კუთხეში, შამპანიურით სავსე ბოკალით ხელში. ასეთ გარემოში, ყოველთვის საშინლად და არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. უბრალოდ, ვდგავარ კუთხეში, ჩუმად ვსვამ, უაზროდ ვიღიმები და ველოდები ყველაფრის დამთავრებას. არასდროს ვიცი, ვის და რა უნდა ვუთხრა.

წითელ ხალიჩაზე არ არსებობს ინდივიდუალურობა, როგორც არ უნდა ეცადონ ფოტოგრაფები, ყველა ერთმანეთს ჰგავს. აი, ამიტომაც, ვარ აღფრთოვანებული ბიორკითა და მისი გედის კაბით. მაგრამ, ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად მე არ მეყოფა გამბედაობა. (ბიორკი ამ კაბით გამოჩნდა 2001 წელს, „ოსკარზე“).

ზოგიერთ ფოტოზე გამოვიყურები, როგორც ნამდვილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, მაგრამ ძვირადღირებული.

ჟურნალებში მომიხსენიებენ ბრიტანეთის არაკოპწია ქალად. ვამაყობ ამით, რადგან სუფთა წყლის სიმართლეა.

როდესაც ვიყავი 10 წლის, ჩაცმულობით ვბაძავდი კურტ კობეინს. ჩემი ძმა და მისი მეგობრები გიჟდებოდნენ მის “ნირვანაზე”. მე კი, მქომდა ზოლებიანი, გახუნებული მოსასხამი, როგორც კობეინს და ვატარებდი მას გაცვეთამდე. ბოლოს, ეს მოსასხამი გაეშურა სანაგვისაკენ. მასთან განშორება ისე გამიჭირდა, თითქოსდა, ვასაფლავებდი ადამიანს.

არასდროს არ ვფიქრობ, რა ჩავიცვა. მთავარია, სამოსი იყოს სუფთა.

ყოველთვის იმედს ვუცრუებ იმ ადამიანებს, რომლებიც მოდიან ჩემთან ინტერვიუს ასაღებად. სავარაუდოდ, ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში ბევრად უფრო ლამაზი ვარ.

არ ვფიქრობ სკურპულოზურ კვებაზე. ერთი გაფიქრებაც დიეტაზე, ჩემში იწვევს ჩიფსისა და ნაყინის ჭამის სურვილს. ასევე, არ დავდივარ სპორტდარბაზში, რადგან ვერ ვიტან.

საშინლად ზარმაცი ვარ. ერთადერთი სავარჯიშო, რომელსაც ვაკეთებ რეგულარულად – ვრთავ ტელევიზორს.

ფეხბურთი – არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მაქვს სახლში ტელევიზორი. აბსურდია, უყურო ფეხბურთს ლეპტოპით.

ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს სიარული. შეიძლება, ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ ასეთი დავიბადე.

წარმოდგენაც არ მაქვს იმაზე, ვარ თუ არა ნორმალური. სამყარო მართლაც არანორმალურია, მაგრამ მე ვცდილობ, გული არ ვატკინო არც ჩემს თავს, არც ირგვლივ მყოფებს. ალბათ, ეს არის ამ ცნების განსაზღვრა.

კარგია, რომ ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს. ასე ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა.

როდესაც ხარ მსახიობი, აუცილებლად საათობით უნდა აკვირდებოდე ადამიანებს, მათ თვისებებს, ჟესტებს, მოქმედებებს.

ყველაზე მოულოდნელ თვისებებს ჩვენ აღმოვაჩენთ-ხოლმე საკუთარ თავში.

თუ ჩემში არსებობს შავი და უარყოფითი მხარე, ჯერ არ აღმომიჩენია. დიახ, აი, ასეთი მოსაწყენი ადამიანი ვარ.

გადაღებისას, გაშიშვლებული კადრები მაშინებენ, მაგრამ თუ სცენარი მოითხოვს, ამისთვის მზად ვარ, იმ შემთხვევაში, თუ მომეჩვენება, რომ სასაცილოა.

მტკიცედ გადავწყვიტე, ვიცხოვრო საუკეთესო ცხოვრებით, რაც ნიშნავს ინტერვიუს იშვიათად მიცემას.

დიახ, მე მიკეთია ბეჭედი. ეს ერთადერთია, რაც შემიძლია მოგიყვეთ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ.

არასდროს ვეკითხები ჩემს კოლეგა ქალ-მსახიობებს, თუ როგორ არიან და რას საქმიანობენ, რადგან სრულიად არ მსურს ამის გაგება. შეიძლება, ბავშვურად ვიქცევი, მაგრამ მართლა არ მაინტერესებს, როგორ და რით ცხოვრობენ ისინი. თუ ჩემი კოლეგები ბევრ საზიზღრობას აკეთებენ, აბსოლუტურად უინტერესო გახდებიან ჩემთვის ეკრანზე.

როდესაც ირგვლივ ამდენი მამაკაცია, ვერც შეამჩნევ, ისე გაგეზრდება წვერი.
ყოველთვის მეკითხებიან: “ე.ი. თქვენ არ ხუმრობთ, როდესაც ამბობთ, რომ ფემინისტი ხართ?”ისე მეკითხებიან, თითქოსდა, ყველა მხოლოდ ხუმრობს ამ თემაზე.
თუ გსურს, გქონდეს კარგი ურთიერთობა შენს ოჯახთან, მამაკაცთან და მეგობრებთან, ყოველთვის მოგიწევს მთელი დროის გატარება ინტერნეტთან, ტელეფონით ხელში.
ბედნიერებას მანიჭებს კარგი წიგნი, გემრიელი საჭმელი და საღამო მეგობრებთან ერთად.

ვერ ვიტან კარაოკეს. არ ვიცი, როგორი მთვრალი უნდა ვიყო, რომ გავბედო მიკროფონის ხელში აღება. ჩემი სიმღერა არაფრით განსხვავდება გინებისაგან.

გინება – ჩემი მთავარი ცოდვაა, მაგრამ ამისაგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. თან იმის ფონზე, რომ დედაჩემი იშვიათად ჩხუბობს, მამამ კი ეს საერთოდ არ იცის.

ადრე ძალიან მიყვარდა RAGE AGAINST THE MACHINE. ალბათ იმიტომ, რომ ყველა მათი სიმღერის ტექსტი გინებაზეა აგებული.

“საყვარელი” – ყველაზე საზიზღარი სიტყვაა მსოფლიოში.

ბავშვობაში აღმომიჩინეს დისლექსია. ასე რომ, სწრაფად ვერ ვკითხულობ. მაგრამ ძალიან მიყვარს სიტყვები. უცნაურია, ასე გიყვარდეს სიტყვა, როდესაც საშინლად წვალობ მასთან მუშაობისას.

ცხოვრება – არ არის მხოლოდ სწავლა, სწავლა და სწავლა. ცხოვრება სწავლა და შეცდომების დაშვებაა, სწავლა და კვლავ შეცდომების დაშვება, შემდეგ კი – ყველაფრის თავიდან სწავლა.

არასდროს მჯეროდა, რომ მაიას კალენდარი დამთავრდებოდა 2012 წელს აპოკალიფსით. ვფიქრობ, მათ უბრალოდ არ ეყოთ ფანტაზია იმისა, რომ წარმოედგინათ, რა მოხდებოდა 2012 წლის შემდგომ.

მავიწყდება აბსოლუტურად ყველაფერი – ადამიანის სახეებიც კი. ესეც დისლექსიის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

რაზე ვფიქრობ ახლა? ალბათ, იმაზე, რომ სულ მალე, დღეს საღამოს, შევხვდები ჩემს მეგობრებს. დავლევთ ბევრს. სავარაუდოდ – არაყს, იმიტომ რომ, ჯინის დალევის შემდეგ სულ მეტირება-ხოლმე.

როდესაც არ იცი, რა გააკეთო – გაითამაშე გულის წასვლა.