Skip to content

კიდევ ერთი გაკვეთილი ნამდვილი მეგობრობის შესახებ

ანი და ნინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და დროის უდიდეს ნაწილს ერთად ატარებდნენ.
ერთხელ ისინი ზღვის ნაპირას მისეირნობდნენ, როდესაც კამათი მოუვიდათ და ნინიმ ანის  სახეზე სილა გააწნა.
ანის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეტკინა და გული დასწყდა ხმა არ ამოუღია და სიტყვის უთქმელად სანაპიროს ქვიშაზე დააწერა:
,,დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სახეზე სილა გამაწნა“.
ამის შემდეგ ისინი შერიგდნენ, კამათი შეწყვიტეს და გზა გააგრძელეს. ცოტა ხნის შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ ზღვაში შესულიყვნენ ცოტა ხნით. 
მშვენიერი ამინდი იყო. ზღვა საოცრად წყნარი და მიმზიდველი ჩანდა. გოგონები ისე გაიტაცა ზღვამ , რომ ვერც კი შეამჩნიეს, თუ რა შორს გასცურეს. 
უკან გამოცურვისას ანიმ  ძალა დაკარგა. მას აღარ შეეძლო ცურვის გაგრძელება და იძირებოდა.  
ნინიმ რაღაც არადამიანური ძალა მოიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ იგი თვითონაც ძალიან დაღლილი იყო და ცურვა მასაც უჭირდა, მას არ შეეძლო საუკეთესო მეგობარი მიეტოვებინა და მის გადასარჩენად თვითონაც თავი საფთხეში ჩაიგდო. საბოლოოდ ყველაფერი მათდა საბედნიეროდ დასრულდა და შესძლეს ნაპირამდე მშვიდობით გამოსულიყვნენ.
სახლში დაბრუნებულმა ანიმ ხის თხელი ნაჭერი აიღო და მასზე ლამაზი ასოებით ამოტვიფვრა:
,,დღესმე ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სიკვდილს გადამარჩინა“.

 

– ხომ შეგეძლო ესეც ზღვის სანაპიროს სილაზე დაგეწერა, როგორც ეს მაშინ გააკეთე, როდესაც სილა გაგარტყი?  რატომ მოიქეცი ახლა ასე განსხვავებულად? – ჰკითხა მას გაკვირვებულმა  ნინიმ.
ანიმ მას გაუღიმა და უპასუხა:
როდესაც რაიმე უმნიშვნელო გეწყინება მეგობრისაგან საჭიროა დაივიწყო იგი და აპატიო მას . . . დაწერო ეს სანაპიროს ქვიშაზე, რათა ქარმა და ზღვის მოქცევამ მალევე წაშალოს იგი . . .
და როდესაც მართლა მნიშვნელოვანი მოხდება რამე, უნდა ეს გულის ფიცარზე ამოტვიფრო, სადაც ვერავითარი ძალა,ვერც ერთი ქარი და ზღვის მოქცევა ვერ წაშლის მას . . .