რამდენად კორექტული ხართ, როცა თქვენს ოპონენტს აკრიტიკებთ?
ფილოსოფოსი დანიელ დენეტი გვთავაზობს, საკუთარი მოსაზრების ოპოტენტამდე მიტანის, ოთხ გონივრულ გზას:
1. უნდა ეცადოთ თქვენი ოპონენტის პოზიცია იმდენად ნათლად, გასაგებად და ზუსტად გადმოსცეთ, რომ თქვენმა ოპონენტმა თქვას: „მადლობელი ვარ, ვისურვებდი მეც ასე შემეძლოს ამის გადმოცემა.“
2. აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ და ხაზი გაუსვათ საკითხებს, რომლებშიც თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა;
3. აუცილებლად უნდა აღნიშნოთ რამე, რაც ისწავლეთ თქვენი ოპონენტის მოსაზრებიდან;
4. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი ოპონენტის მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტები ჩამოაყალიბოთ;
ფილოსოფოსი აქვე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფსიქოლოგიური სტრატეგია გვეხმარება ვაქციოთ ჩვენი ოპონენტი „მეგობრად“, რომელიც გულისყურით მოუსმენს ჩვენს კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს, რაც თავისთავად ჯანსაღი დისკუსიის საფუძველია.