იყო ერთი თხა, მაგრამ რაღა იყო? გამოწველეს, გაატყავეს და შეჭამეს ადამიანებმა.
იყო ერთი მგელი, მაგრამ რისი მგელი იყო?! დაიჭირა თხა და გამოუწველგაუტყავებლად შეჭამა.
კაცისთვის თხა კარგი იყო, რადგან თავად ჭამდა, მგელი კი – ცუდი. რადგან საკვებს შეეზიარა.
მგელისთვის თხა კარგი იყო, რადგან შეჭამა და გაძღა. კაცი კი – ცუდი, რადგან ამისთვის ტყავს გააძრობდა.
თხას კი ამდენი არ ესმოდა და მხოლოდ გასუქებაზე ფიქრობდა.
მორალი:
სანამ გასუქებას დააპირებ, გაიგე ვისთვის სუქდები!
თუ კარგი ხარ, ე.ი. ვიღაცისთვის თხა ხარ, თუ ცუდი – მგელი.
ჭკუის სასწავლებელის განმარტება:
კარგი და ცუდი არ არსებობს, ყველაფერს თავისი ღირებულება აქვს. თუმცა კაცმა კარგი უწოდა იმას, რაც გარკვეულ მოთხოვნილებას უკმაყოფილებს და ცუდი კი ყველაფერ დანარჩენს, რაც მისთვის უარყოფით მოვლენასთან ასოცირდება.
ავტორი: ბედისმწერალი
25.07.2016