Skip to content

დასკვნა : კულტურა გვშია !

გზა კარგია , მითუმეტეს გრძელი გზა , ფიქრისთვის კარგია .  თან მუსიკაც თუ ახლავს ხომ საერთოდ ამ გზას (მაგრამ ამ უკანასკნელში ნამდვილად არ გამიმართლა). ეს ყურსასმენებიც დამრჩა  და ახლა უკვე ვალდებულებად მექცა მძღოლის მიერ შერჩეულ  “ტაში ტუშებს ” ვუსმინო . მძღოლი , რა თქმა უნდა ჩემზე  უფროსია და მხოლოდ ამ მიზეზით , თავს ვიმშიდებ რომ ჩემი ზრდილობა უფროსსა და უმცროს შორის არ შეილახება . არა და არ ვითხოვ რომ ფლოიდის სიმღერა ჩართოს არ რომელიმე ამერიკული ჯგუფის , ქართული ჯგუფის მოსმენაც მეყოფა . მაგრამ გამახსენდა არავინაა ჩემს მიმართ ვალდებული. შესაბამისად  არ არსებობს შეღავათი. რას ვამბობდი ? მგონი თემას გადავუხვიე .  გამახსენდა , გეუბნებოდით , რომ  ფიქრი კარგიათქო  , ცხოვრებისეული დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ .

მითუმეტეს  დღეს მსოფლიოში , ყველას “რაღაც” გვაწუხებს .  ბოლო ბოლო ხომ არ “იკბინება ” ეს დალოცვილი.  მოდი ყოველგვარი ფილოსოოფის გარეშე   გავაგრძელებ , ყველაფერს ხომ თავისი კულტურა აქვს ?  ხო და ახლა აქაურობას აღგიწერთ   როგორ  ვფიქრობ ამ მგზავრობაზე  ( ჩემ კონკრეტული მიზნით გადადგმულ ნაბიჯზე ) იმას ალბათ მიხვდით , რომ აქ მყოფთაგან , უცენზურო ადამიანიც ურევია  და სრულიად არ ადარდებს ის ფაქტი , რომ  “არასრულწლოვნები ” ვმგზავრობთ .

მძღოლიც კარგი უცენზურო ვიღაც ჩანს , თან სიგარეტს გამალებით აბოლებს , აქ მსხდომ ზრდასრულ ქალებზე რაღა გითხრათ ? როგორც ყოველთვის განიხილავენ ამბებს , აკრიტიკებენ სხვას არადა   როგორც წესი , შენში უნდა იპოვო  ცუდი და მის გამოსწორებას უნდა შეეცადო , “შე  კაი ადამიანო სხვას რასუქექავ  ამბებს,” მისი ცუდი მხარეები მასზე უკეთესად არ გეცოდინება .  ვიღაც ისე ახველებს, ფილტვები სკდებიან . ტრადიციულად პოლიტიკაზე ვინმემ საუბარი თუ არ ჩამოაგდო , ეს რა მგზავრობა გამოვა . ხოდა არც ჩემი მოგზაურობა არ ყოფილა გამონაკლისი .( ღმერთო გაჩერეთ ეს მუსიკა )

იცით რა მე ძალიან მიყვარს მოხუცები , მიყვარს მათი ნაოჭები ისინი ხო მათ ისტორიას გვამცნობენ . მიყვარს მათი მშრომელი ხელები . ბოლოს მეც ხომ დავბერდები  ყველანი სიკვდილის შვილები ვართ , მაგრამ არ მინდა  უკულტუროდ დავბერდე , რომ არასწორი წარმოდგენებით ვიცხოვრო .

ახალგაზრდებიც მიყვარს , სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები , მაგრამ ,  რომ ვაღიაროთ დღეს ახალგაზრდაც და მოხუციც ერთ დონეზე დგას 50 / 50 -ზე . ანუ  ახალგაზრდებშიც ურევია უკულტუროები და მოხუცებში .    მაგრამ , “აღზრდას ” მოყვება ყოველივე და არა “გაზრდას” .  ჰო ასე კულტურა გვშია . გვშია და მორჩა !  ამ მგზავრობიდან მივიღე დასკვნა : კულტურა გვშია ! გზა კარგია , მითუმეტეს  გრძელი გზა . ცხოვრებისეული დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ .      

ავტორი : ნანო ჯაიანი