კაცი საღამო ხანს დაბრუნდა სახლში და ცოლს უთხრა:
გაიხედე გარეთ, ჩვენი ეზოს კართან 4 უცნობი კაცი დგას, ეტყობა ღამის გასათევი არ აქვთ და შემოვიპატიჟოთ სახლში.
ქალი გავიდა გარეთ და უცნობები შემოიპატიჟა .
– ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად შემოვიდეთ თქვენს სახლში – უპასუხეს მას კაცებმა
– რატომ? – იკითხა გაკვირვებულმა ქალმა.
– ჩვენი სახელებია : სიმდიდრე,წარმატება,ბედნიერება და სიყვარული – უპასუხეს მათ ერთხმად. ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ სახლში და განიხილოთ,თუ რომელი ჩვენგანი გსურთ შემოვიდეს თქვენს სახლში.
– მშვენიერია – წამოიძახა ქმარმა, როდესაც ცოლმა კაცების ნათქვამი მოუთხრო.
– მოდი სიმდიდრე შემოვიყვანოთ სახლში და მატერიალურად უზრუნველი ცხოვრება გვექნება .
ქალი არ დაეთახმა ქმარს.
– რატომ? არ სჯობს,რომ წარმატება შემოვიყვანოთ სახლში? ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, ფულსაც ვიშოვით და სიმდიდრესაც. ასევე ჩვენი შვილებიც წარმატებულ კარიერას გაიკეთებენ და მთელი ოჯახი უზრუნველად და ბედნიერად ვიცხოვრებთ.
– მგონი სჯობს ბედნიერება შემოიყვანოთ – ურჩიათ მათ კაცის მოხუცმა დედამ. ბედნიერება მათ შორის ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია, შეიძლება ჩემთვის ახლა ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ მე რომ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი ასე გავაკეთებდი…
ცოლ–ქმარი უკვე ხნიერი და მათზე გამოცდილი ქალის რჩევის გათვალისწინებას აპირებდა, რომ მათმა 5 წლის ქალიშვილმა წამოიძახა:
– დედა, მამა,ძალიან გთხოვთ… მე მხოლოდ სიყვარული მინდა. მიეცით მას ნება შემოვიდეს ჩვენს სახლში და გაათბოს.
– ძალიან კარგი – გაეღიმა ცოლ–ქმარს. მოდი ავუსრულოთ ჩვენს ერთადერთ ქალიშვილს სურვილი, მასზე ძვირფასი და საყვარელი ხომ არაფერი გაგვაჩნია ქვეყნად…
ქალი გარეთ გავიდა და იკითხა:
– რომელია თქვენს შორის სიყვარული ? მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს სახლში შემოვა.
სიყვარული წამოდგა და სახლისაკენ წამოვიდა, თუმცა ქალისდა გასაკვირად დანარჩენებიც ადგნენ და მას გამოჰყვნენ.
– მე მხოლოდ სიყვარული დავპატიჟე და დანარჩენები რატომ მოჰყვებით? – იკითხა გაოცებულმა ქალმა.
თქვენ რომ რომელიმე ჩვენგანი აგერჩიათ, თქვენი რჩეულის გარდა ყველანი გარეთ დავრჩებოდით, თუმცა თქვენ სიყვარული აირჩიეთ და სადაც სიყვარულია ჩვენ ყველანი იქ ვართ – მიუგეს მას წარმატებამ ,სიმდიდრემ და ბედნიერებამ ერთხმად.