Skip to content

ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე შთამაგონებელი წარმატების ისტორია

მსურს ერთი გოგონას არაჩვეულებრივი ისტორიის შესახებ მოგითხროთ, რომელმაც თავისი მონდომებითა და მიზანსწრაფულობით შეუძლებელი შეძლო და სამყაროს დაუმტკიცა, რომ შესაძლებლობები ყველას თანაბრად გვეძლევა..

ის 1880 წელს დაიბადა ალაბამის შტატში. დაბადებიდან გოგონა ხედვისა და სმენის ჩვეულებრივი უნარით გამოირჩეოდა, თუმცა 19 თვისას გადატანილი ავადმყოფობის გამო (მენენგიტი) მან სმენა და მხედველობა დაკარგა. გადატანილი ტრავმის შემდეგ ის საკუთარ სამყაროში ჩაიკეტა და მოგვიანებით ნორმალური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარიც დაკარგა.

კომუნიკაციის უნარის შემცირებასთან ერთად გოგონას ხასიათებიც შეეცვალა. ის რთული ბავშვი გახდა და მისი მენტალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ჩანდა შეეძლო საუბარი,თუმცა მხოლოდ შემუშავებული ჟესტების საშუალებით ახერხებდა კომუნიკაციას. მისთვის განათლების მიცემის სურვილით შთაგონებულმა მშობლებმა შვილი, ალექსანდრ გრაჰამ ბელის რჩევით, პერკინსის უსინათლოთა ინსტიტუტში მიიყვანეს. ინსტიტუტის დირექტორმა მათ ურჩიათ ბავშვის მომვლელად მისი ყოფილი სტუდენტი ენ სალივანი აეყვანათ.

ენ სალივანი, რომელიც თავადაც ცუდი მხედველობით გამოირჩეოდა, შესანიშნავი არჩევანი გამოდგა. მიუხედავად ამოცანის სირთულისა ენი მოსწავლეს ანბანს, კარგ მანერებსა და თავის მოვლას დაუღალავად ასწავლიდა. ანბანის სწავლისას გოგონა იმეორებდა მასწავლებლის ხელის მოძრაობებს, თუმცა სინამდვილეში არ ესმოდა რას აკეთებდა… ცოტა ხანში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

ერთ დღეს როდესაც ბილიკზე მისეირნობდნენ,მათ შადრევანს ჩაუარეს, ანიმ გოგონას ხელზე წყლით სიტყვა წ ყ ა ლ ი დაწერა და პირველი სასწაულიც აქ მოხდა, მან ეს სიტყვა წარმოთქვა. იმ დღეს გოგონამ 30–მდე ახალი სიტყვა ისწავლა.

ბავშვი და მომვლელი დამეგობდნენ. ოჯახი და მეზობლები განცვიფრებული იყვნენ გოგონას ცვლილებით და ამას სასწაულად თვლიდნენ. გოგონას მიღწევების ამბავი ალაბამის შტატსაც გაცდა. მას ესტუმრენ ალექსანდრ გრაჰამ ბელი და პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი. 12 წლის რომ გახდა, მისი ისტორიითა და მიღწევებით ინტერესდებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ინგლისის დედოფალი ვიქტორია, მარკ ტვენი და საბერძნეთის დედოფალი ოლგა.

გარკვეული ხნის განმავლობაში გოგონა პერკინსის ინსტიტუტში ცხოვრობდა. ამ დროისთვის მას არამარტო თავის ენაზე შეეძლო საუბარი, არამედ სწავლობდა ბერძნულ, ფრანგულ და ლათინურ ენებს. მოგვიანებით მან კოლეჯშიც ჩააბარა.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მან და ენ სალივანმა მთელი ამერიკის შტატები მოიარეს. ისინი დადიოდნენ ბავშვთა სახლებში, თავშესაფრებსა და საავადმყოფოებში. მისი სიკეთე და მაგალითი სტიმულს აძლევდა შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს. მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მან დაზარალებული ჯარისკაცების დახმარების ფონდიც დააფუძნა.

შეზღუდული უნარების მქონე გოგონამ ყველაფერი შეძლო, რაც კი სხვებს მისთვის წარმოუდგენლად მიაჩნდათ – ისწავლა ცურვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და ცხენოსნობა. მისი სახელი იყო ჰელენ ადამს კელერი. ჰელენ კელერი გახლდათ ქველმოქმედი, პოლიტიკოსი, ლექტორი და მწერალი – 12 წიგნისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.

და ბოლოს გთავაზობთ მის არაჩვეულებრივ გამონათქვამებს:

1. მეგობართან ერთად სიბნელეში სიარული მირჩევნია, სინათლეში მარტო ყოფნას.

2. საუკეთესო და ყველაზე მშვენიერ საგნებს ვერც შეეხები და ვერც დაინახავ, ისინი მხოლოდ გულით იგრძნობა.

3. ცხოვრება ან საინტერესო თავგადასავალია, ან საერთოდ არაფერი.

4. ადამიანებს ფიქრი არ უყვართ, თუ ვინმე ფიქრობს აუცილებლად მიდის დასკვნამდე. დაკსვნები კი ყოველთვის სასიამოვნო არაა.

5. შენი წარმატებაც და კრახიც შენზეა დამოკიდებული. გაიღიმე, საკუთარ თავს შეუძახე, რომ ბედნიერი ხარ და ყველაფერი კარგად იქნება.

6. ერთადერთი რაც სიბრმავეზე უარესია, არის მხედველობა მოვლენების ადეკვატური აღქმის გარეშე.

7. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი ახარჯავს დროს ეშმაკთან ბრძოლაში. მათ ეს დრო და ენერგია საყვარელ ადამიანებს რომ დაახარჯონ, ეშმაკები თავისთავად დამარცხდებიან.

8. როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება , მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენი იმდენ ხანს ვუყურებთ ხოლმე დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს, რომელიც გაიღო ჩვენთვის.

9.  დღემდე მახსოვს ის დილა, როცა მე პირველად ვიკითხე, რას ნიშნავდა სიტყვა “სიყვარული”.

10. ვერასდროს შეეგუები მიწაზე ხოხვას, თუკი ცაში ნავარდისათვის ხარ გაჩენილი.