ცხოვრების პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში, ადამიანს დროდადრო ხვდება დაბრკოლებები და პრობლემები. თუმცა, ამა თუ იმ პრობლების გაჩენის ნამდვილი მიზეზის დადგენა, უმეტეს შემთხვევაში, რთულია. ამის გამო, ისიკავამ შექმნა დიაგრამა, რომელიც აადვილებს ძირითადი მიზეზების პოვნასა და პრობლემის აღმოფხვრას.
რისთვისაა საჭირო ისაკავას დიაგრამა?
ისაკავას დიაგრამა არის ერთ-ერთი ელემენტი, რომელსაც გამოიყენებენ წარმოების პროცესების შეფასების, გაზომვის, კონტროლისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ის „ხარისხის კონტროლის შვიდ ინსტრუმენტში“ შედის.
თვითონ დიაგრამა არის გრაფიკი, რომლის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ფაქტორებთან დაკავშირებული ძირითადი მიზეზების გამოკვლევა და დადგენა, და ასევე – არასასურველი ფაქტორებისა და მიზეზების წარმოქმნის გაფრთხილება. უმეტეს შემთხვევაში, ამ დიაგრამას გამოიყენებენ ახალი პროდუქციის შემუშავებისას. თუმცა, თუ გაერკვევით ამ დიაგრამაში, მისი გამოყენება შესაძლებელია ცხოვრების და სამსახურის პრობლემური სიტუაციების დროს.
მუშაობის ეტაპები ისაკავას დიაგრამასთან
- ყველა იმ მიზეზისა და ფაქტორის დადგენა, რომლებიც ახდენენ ზეგავლენას ჩვენთვის საინტერესო შედეგზე.
- ამ ფაქტორებისა და მიზეზების სისტემატიზაცია მიზეზობრივი და არსობრივი სექციების მიხედვით.
- ფაქტორებისა და მიზეზების შეფასება და პრიორიტიზაცია სექციებში.
- მიღებული სტრუქტურის ანალიზი.
- იმ ფაქტორებისა და მიზეზების გამოვლენა და გამორიცხვა, რომლებზეც შეუძლებელია ზეგავლენა.
- უმნიშვნელო მიზეზებისა და ფაქტორების გამოტოვება.
დიაგრამას ხატავენ დაფაზე ან ფურცელზე, ხოლო შემდეგ ადგენენ ძირითად მიზეზებსა და მათ მახასიათებლებს. გრაფიკი უნდა შეავსოთ მანამ, სანამ მთელი დიაგრამა არ იქნება შევსებული მიზეზობრივი კავშირებით.
ისაკავას დიაგრამის შედგენის მახასიათებლები
- სანამ დაიწყებთ გრაფიკის შედგენას, აუცილებელია, ზუსტად ჩამოაყალიბოთ განსახილველი პრობლემის ფორმულირება.
- განსახილველი პრობლემა უმჯობესია, ჩაწეროთ დაფისა თუ ფურცლის მარჯვენა მხარეს, რათა კარგად აღიქვათ.
- პრობლემის ძირითადი ზეგავლენები მოათავსეთ ჩარჩოებში და შეაერთეთ ისრებით.
- შემდეგ ჩაწერეთ მეორეული მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენენ ძირითადებზე.
- შემდეგ დაამატეთ მესამეხარისხოვანი მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენენ მეორეულ მიზეზებზე.
- დიაგრამის ანალიზის დროს, უნდა გაითვალისწინოთ აბსოლუტურად ყველა მიზეზი და ფაქტორი. ეს კეთდება იმისთვის, რომ აღმოაჩინოთ პირველადი მიზეზი და უფრო ეფექტურად გადაწყვიტოთ პრობლემა.
- შეაფასეთ და გამოავლინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები და მიზეზები, რომლებიც უმეტესად ახდენენ ზეგავლენას განსახილველ პრობლემაზე.
- სასურველია, შეიტანოთ მთელი ინფორმაცია, რომელიც ეხება პრობლემას: მიზეზებისა და ფაქტორების დასახელება, თარიღები, კვირის დღეები, პროცესის მონაწილეების სახელები და ა.შ.
- მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ფაქტორებისა და მიზეზების ძებნის, ანალიზისა და ინტერპრეტაციის პროცესი მთლიანი სტრუქტურის შედგენის ფუნდამენტური ნაწილია.
- ყოველი ახალი მიზეზისა თუ ფაქტორის გამოვლენის დროს, დასვით კითხვა – „რატომ?“. ამის მეშვეობით, შესაძლებელია, იპოვოთ ძირეული მიზეზი, რომელიც მთლიანად ახდენს ზეგავლენას პრობლემაზე.
ზემოაღნიშნული პრინციპები დაგეხმარებათ უფრო ობიექტურად განიხილოთ პრობლემა და იპოვოთ მიზეზობრივი ჯაჭვი, სასურველი შედეგის მისაღებად.
თუმცა ისაკავას დიაგრამას ასევე აქვს ნაკლოვანებები. მაგალითად:
- არ არსებობს დიაგრამის შემოწმების არავითარი წესი.
- შედგენილი დიაგრამა შეიძლება იყოს ძალიან რთული სქემის სახით და არ ჰქონდეს მკაფიო სტრუქტურა.
აქედან გამომდინარე, პრობლემების წარმოქმნის მიზეზების ძებნის დროს, ისაკავას დიაგრამის გარდა, გამოიყენეთ დამატებითი ინსტრუმენტები. მაგალითად: პარეტოს პრინციპი, მასლოუს პირამიდა, და შემოწმების სხვა ეფექტური მეთოდები. თუცა, თუ პრობლემა გულისხმობს ძებნის მარტივ მეთოდს მისი გადაჭრისთვის, მაშინ მარტო ისაკავას დიაგრამაც იქნება საკმარისი. ბევრი ადამიანისთვის ისაკავას მიზეზობრივი დიაგრამა არის „ოქროს გასაღები“ უმრავი დაბრკოლების დადგენისთვის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.