მდგომარეობა,როცა უნდა დაივიწყო,მაგრამ არ გინდა! შეძლებაზე არ არის ლაპარაკი,არ გინდა! არ გინდა იმ აზრთან შეგუება, რომ დამთავრდა,ვეღარ გაიგებ მის ტბილ სიტყვებს,ნახვისას ვეღარ ჩაეხუტები და მოეფერები.როცა არც ის გავიწყებს თავს და ვერც შენ ივიწყებ.ეჭვიანობ,ბრაზობ,გწყინს და მერე ხვდები რომ არ გაქვს ამის უფლება,თქვენ ხომ ერთად აღარ ხართ?! არც ის არის დამოკიდებული შენზე და არც შენ.მაგრამ სიყვარული და დამოკიდებულება?! ან მოვალეობა?! ის მარტო ადამიანი, რომელიც მიყვარდა/მიყვარს არ იყო.უფრო ღრმად იყო,ჩემში სადღაც.ესმოდა მიგებდა მესმოდა და ვუგებდი.არავინ არ იცის რა დროს რა მოხდება,რას იგრძნობ.მჯეროდა სჯეროდა, მაგრამ ის მოხდა რაც არცერთს არ გვინდოდა.არც კიი ვიცით არის ჩვენს შორის სიყვარული?! ვგრძნობ მისგან რაღაცას, მეიმედება მაგრამ მეშინია ისევ ჩემი თავის მეშინია (ზედმეტად ოცნება და არარეალურ სამყაროში ცხოვრება მახასიათებს).ამხელა გრძნობისთვის არც მზად ვიყავი და ამას ჩემი პატარაობაც ემატებოდა.გული საგულეში ვეღარ ჩერდება.მასაც ენატრებაა მისი გული. არა…ძალიან დრამატულსაც არ გავხდი.მჯერა ყველაფრის,მჯერა სასწაულების ისიც ხომ სასწაული იყო ჩემთვის.მეშინია მისი დაკარგვის…
საერთოდ სხვისი დახმარება უფრო შემიძლია, ვიდრე საკუთარი თავის.ზოგჯერ სიყვარულსაც დასვენება უნდა,ეგეც ხომ ჩვეულებრივი ცოცხალი გრძნობაა.იღლება…
გამომგზავნი: paradise