Skip to content
ვიჯექი ჩემს უსაყვარლეს მეგობართან. ჩემს ,,კომპთან’’ და დეპრესიისკენ მიმავალი გზა სწრაფად მიმათრევდა, მის ღრმა და დაუსრულებელი ფსკერისკენ. მოხედვას ვცდილობდი და მხოლოდ ნისლით დაბურული ერთი სწორი ხაზი მხვდებოდა. წადი , იარე მხოლოდ მიმართულება არ ჩანს. სწორი თეთრი ხაზი მიგიყვანს სადღაც, ან ივლი დაუსრულებლად. ეს იგივე იყო რაც ჩემი ვარდნა სადღაც. სიარული გრძნობებს მიკარგავდა და ისევ ვარდნა ვარჩიე რადგან აქ გრძნობები გამიღრმამვდა. მაპატიეთ ცოტა თემას გადავუხვიე, მაგრამ გაფანტულ ხალხს ეს ხშირად მოგვდის.
ჩემი იდეა დამეწერა ,,წვიმის კაცზე“ ერთი ახლობლის დაბადების დღიდან გამიჩნდა. საერთოდ თვითონ უწოდებს თავს ,,წვიმის კაცს“ უფრო ,,წვიმის შვილს“ . წვიმა ჩემში ასოცირდებოდა ყოველთვის მოწყენასთან და რაღაც რომანტიზმთან, მისტიურთან ან კიდევ ცუდი მოვლენების დაჩქარებასთან. ასეთ დღეს ყოველთვის მერჩივნა სახლში ვყოფილიყავი, რადგან ცოტა მეშინია კიდევ წვიმის. მან ხომ გრძნობების გაღმავება იცის და სევდა მოაქვს, ან ვისთვის როგორ … ისევ გადავუხვიე თემას, მაპატიეთ.

მოკლედ შევქმენი ,,წვიმის კაცი“ და ამ კაცში პატარა ყმაწვილი ან უფრო ახალგაზრდას დავარქმევდი. რომანტიზმის სავსე ახალგაზრდა უფრო ლოგიკური იქნებოდა ჩემის საზრით. მივეცი მას მწვანე თვალები, ოდნავ ქერა თმა და მივუშვი მის ნებაზე. ასე გაიზარდა თვითნებურად. ბერნი ამბობს: ,,ადამინის ბედს განსაზღვრავს ის, თუ რა ხდება მის თავში, როდესაც იგი გარე სამყაროსთან წინაღმდეგობაში ხვდება.“ რომელ წინააღმდეგობა გადალახა ,,წვიმის კაცმა ან ამ კაცში პატარა ბიჭუნამ „ ჩემთვის უცნობია, იმიტომ, რომ საერთოდ არ ვიცი ვიზე ვწერ.

ეს იდეა წარუმატებელი მეჩვენებოდა მანმ სანამ ჩემი ერთი ნაცნობი არ შემომხვდა და უხაიათობის მიზეზი არ მკითხა. პასუხი რათქმაუნდა სტანდარტული იყო: ,,აბა ეგ, რომ ვიცოდე, მეც ვუშველიდი ჩემს თავსთქო“. გულის სიღრმეში ვიცოდი, მაგრამ რა საჭირო იყო სხვიზი ხელების ფათური ჩემს გონებაში. ისევ დუმილი. ბოლოს კი გონებში ნათელი აზრი დამებადა და მივხვდი, რომ სწორედ დუმილი იყო იმის მიზეზრი საითაც მე მივექანებოდი. გონება თითქოს გართულიყო მთელი ამ დროის განმავლობაში და შველს ითხოვდა, ყურადღებას ითხოვდა საყვარელი ხალხი.

,,წვიმის კაცი“ ცოტა უცნაური ყმაწვილი აღმოჩნდა. ყველაფერ საოცართან ერთად მეოცნებე და პესიმისტიც ყოფილა. ერთი დღით დაიწყო ცხოვრება, მის მერე რაც მთელი თავისი ცხოვრება დაკარგა და ამ ყველაფერმა, მისი გრძნობებიც გააქრო ადამინების მიმართ, მოუკლა განცდები და დარჩა მარტო. ხოლო სხეული თრთოლვითა და ცახცახით აევსო… ხოლო თვალები კი ისევ ისეთი შერჩენოდა, ისევ ბავშვური , ისევ ლაღი და იმედით სავსე.

ბოლოს როდესაც გადავწყვიტე , რომ ეს მუქი ფარდა გადამეგდო ჩემი ოთახიდან და ნათელი ფერის დამეკიდებინა, ან სულაც არ დამეკიდებინა, ჯანდაბას ვინღა კიდებს ახლა ფარდას… ბოლოს მაინც ვამჯობინე ისევ მუქი დამეტოვებინა. გარემო იყო უკვე ჩემთვის უცო და დაგვიანებული მათთან შერწყმისთვის და მე ისევ გადავეშვი მორევში. მკვდარ ცოცხალს შორის პაექრიბა წავიდა ჩემში და მე ვერ გავარჩიე ერთურთს ეს ორი უკიდურესობა. ვერ მივხვდი რა რომლის მერე იყო ჩემში და რომელი რომლის შემდეგ დგებოდა გზაზე. ბოლოს კი ერთი ფრაზა ამომიტივტივდა გულში, რომელსც ამ ორი დღის წინ განცხრომით ვიმეორებდი ვსწავლობდი, იმის იმედით, რომ სადღაც გამომადგებოდა და აი ის მომენტიც დადგა. რადგან სიკვდილი სიცოცხლის შემდეგ კი არ დგება, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბევრი რამ, რაც ცოცხალი გვგონია, რასაც განვიცდით, რასაც ვფიქრობთ, სინამდვილეში დიდი ხნის მკვდარია. მკვდარია ყველაფერი, რაც აქ და ახლა არ იბადება. მკვდარია მიბაძვა, მკვდარია ის, რაც მეორდება, მკვდარია სტერეოტიპი, სტანდარტი და ნორმა… და თუ ჩვენი გონება მკვდარი ნარჩენებით ამოივსო, ცოცხალი განცდისთვის, ფიქრისთვის, მომავლისთვის ადგილი აღარ დარჩება.
…და მას მოუნდა , გაფრენილიყო, მისულიყო წყალთან დაელია ბევრი წყალი და შემდეც ცის ნათებასთან ერთან მოსულიყო ჩვენთან. მოუნდა დავესველებინეთ და ღრმა გრძნობები უფრო გაეღრმავებინა ჩვენში. დაელია თუნაც მთელი ოკენე, შემოევლო მთელი გალაქტიკა, მაგრამ ყოველთვის ისურვებდა ,,წვიმის კაცად“ დარჩენას. მხოლოდ იმიტომ , რომ აქ მყოფი არასასურველი უცნაური ყმაწვილი, იქ წასული მთელი სამყაროსთვის სასურველი და მოლოდინით სავსე გრძნობად გადაიქცეოდა. იმას იზამდა რაც სურდა, იმასთან მივიდოდა ვისთანაც სურდა, ან საერთოდ ცრემლების გარეშე დატოვებდა უდაბნოსავით ყველაფერს. ეს გრძნობა უნდოდა მას განეცადა, უნდოდა, რომ სასურველი ყოფილიყო, უნდოდა ხალხის ვედრება გაეგონა და შემდეგ თუნდაც მომკვდარიყო.
ფიქრი იმაზე თუ როგორ დამემთავრებინა ეს მოთხრობა თუ ნაამბობი ცოტა გამიძნელდა. ბოლოს ვიფიქრე და გადავწყვიტე რაც კარგად მათავრდება ყველაფერი კარგიათქო. ოღონდ მეხამუშა ცოტა ეს კარგი დასასრული. უცებ მომინდა ბოროტება ჩამედინა და ცუდად დამემთავერბინა ან ჩემი ამბავი ან ,,წვიმის კაცის“. არ ვიცი რატომ, მაგრამ უცებ ბერნის სიტყვები ამომიტიტივდა გონებაში : „ადამიანის ბედს განსაზღვრავს ის, თუ რა ხდება მის თავში, როდესაც იგი გარე სამყაროსთან წინააღმდეგობაში ხვდება”. და მომენტალურად გადავიფიქრე, აღარ მომინდა ცუდი დასარული, რადგან ჩემს თავში მხოლოდ უდაბნო და სამყაროზე გაბრაზებული ,,წვიმის კაცი“ ტივტივებდნენ.
ასე, რომ ,დაე იყოს დასასრულის დასაწყისისა….
ავტორი: ნინი ფარფალია