Skip to content

ინტერვიუ საკუთარ თავთან, ანუ კითხვები რომლებზეც უნდა დაფიქრდეთ, ვიდრე ცოცხალი ხართ

1. რა არის ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გიყვართ და რა გიშლით ხელს მის კეთებაში?
არსებობს თუ არა თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რისი კეთებაც კარგად გამომგდით, გიყვართ, მაგრამ გაკვეულ მიზეზთა გამო ვერ აკეთებთ. დაფიქრდით ამ მიზეზებზე.
2. როგორ ადამიანს აირჩევთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრად?
ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს და ფაქტია, დიდი დაფიქრება გვართებს იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც ჩვენს მომავალ ცხოვრების თანამგზავრს ავირჩევთ.
3. რისი მიღწევა გსურთ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რატომ – რა არის თქვენი მოტივაცია?
რა არის ის, რის გახსენებაზეც ძარღვებში სისხლი გიდუღთ? რისთვის მოკვდებოდით და რატომ? რისი მიღწევა მოგანიჭებდათ უსაზღვრო ბედნიერებას?
4. როგორ გსურთ ადამიანებს ახსოვდეთ?
რითი დაამახსოვრებთ თქვენს თავს საზოგადოებას?  რა იქნება ის თვისებები და საქმეები, რომლითაც ადამიანები მოგიგონებენ?
5. რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში? თავიდან რომ დაგეწყოთ ცხოვრება, როგორ მოიქცეოდით?
ალბათ იშვიათად არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს კითხვა არ დაუსვამს საკუთარი თავისთვის, თუმცა მაინც ხშირად დაფიქრდით, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
6. რას შეცვლიდით ამ სამყაროში, ამის შესაძლებლობა რომ გქონოდათ?
რა არ მოგწონთ ამ სამყაროში? როდესაც ამ კითხვას სვამთ, რა იწვევს თქვენს წუხილს? როგორ შეიძლება დაძლიოთ ეს პრობლემა?
7. რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ და რატომ?
არსებობს თუ არა ისეთი რამ თქვენს ცხოვრებაში,რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ და რატომ? როგორ შეიძლება მოაგვაროთ ეს პრობლემა?
8. როგორი ადამიანები აღგაფრთოვანებენ? რა არის ის, რაც ადამიანებში ყველაზე მეტად გიყვართ?
დაფიქრდით ამ კითხვაზე და ეცადეთ ისეთ ადამიანებთან დაიჭიროთ საქმე, რომლებიც თქვენს პასუხს ამართლებენ.
9. როგორ ადამიანებს ვერ ეგუებით და რატომ?
დაფიქრდით როგორ ადამიანებთან ურთიერთობა არ გიყვართ და ეცადეთ თავი აარიდოთ მათ.
10. რა იყო ყველაზე დიდი გაკვეთილები, რომლებიც ცხოვრებამ გასწავლათ?
(საგნები, სიტუაციები, ადამიანები)
11. როგორ იყენებთ თქვენს დროს?
დაფიქრდით ამ კითხვაზე და თუ პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ ეცადეთ, დროის უკეთესად მართვის სტრატეგიები შეიმუშაოთ.
12. რა არის ის, რაც სიცოცხლის სურვილს აღვიძებს თქვენში?
როდესაც მოწყენილი ხართ და თქვენს ფიქრებში ჩაკეტილნი, ასე ვთქვათ, “ცხოვრებაზე ხელს ჩაიქნევთ”, რა არის ის რისიც გახსენებაც სიცოცხლის წყურვილს აღვიძებს თქვენში?
13. რითი ამაყობთ? რა გიკეთებიათ?
არის თუ არა ისეთი რამ თქვენს ცხოვრებაში, რისი გახსენებაც სიამაყით შეგიძლიათ? თუ ასეთი რამ არ არსებობს, ეცადეთ აუცილებლად გააკეთოთ!
14. როგორ ძლიერ გიყვართ/გიყვარდათ?
“სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია,რაც კი ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ადამიანი, რომელიც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან”- ნოდარ დუმბაძე, კუკარაჩა.
15. როგორ ცხოვრობთ/ცხოვრობდით?
ცხოვრება მუდმივი სწრაფვაა უკეთესობისკენ. ხშირად დაფიქრდით, ხომ არ შეგიძლიათ უკეთესად ცხოვრობდეთ და თუ ასეა, გააკეთოთ რამე საამისოდ.
“სიცოცხლე იმით კი არ ფასდება, თუ რამდენჯერ ჩაისუნთქეთ, არამედ იმით თუ რამდენჯერ შეგეკრათ სუნთქვა.”
4motivi.com