Skip to content

იგავი შესაძლებლობებზე

ეს ამბავი ალექსანდრიის დიდი ბიბლიოთეკის ხანძრიდან გადარჩენილი წიგნის შესახებაა. ეს არ ყოფილა რაიმე ღირებული, ამიტომ ერთმა ღარიბმა კაცმა, რომელმაც მხოლოდ კითხვა იცოდა, რამდენიმე სპილეძის მონეტად იყიდა. წიგნი არც ისე საინტერესო იყო, მაგრამ მის გვერდებში რაღაც საინტერესო მაინც იმალებოდა. ეს იყო თხელი პერგამენტი, რომელზეც „სასინჯი ქვის“ საიდუმლო ინახებოდა.

სასინჯი ქვა იყო პატარა ქვა, რომელსაც ნებისმიერი მეტალის ოქროდ ქცევა შეეძლო. საიდუმლოს თანახმად, ეს ქვა უამრავ ქვას შორის ეგდო, თუმცა იგი გამოირჩეოდა სითბოთი, რომელიც მხოლოდ მას ჰქონდა.

ამიტომაც ამ კაცმა გაყიდა თავისი ქონება და საჭირო ნივთები მოიმარაგა, დაბანაკდა ზღვის სანაპიროზე და ყველა ქვის მოსინჯვა დაიწყო.

მან იცოდა, რომ თუ ჩვეულებრივ ქვას აიღებდა და ისევ იქ დააგდებდა, შეიძლებოდა იგივე ქვის მოსინჯვაზე დაეკარდა დრო. ამიტომაც, როდესაც ცივ ქვას აიღებდა, ზღვაში ისროდა. მან მთელი დღე ამის კეთებაში გაატარა, მაგრამ ნამდვილი „სასინჯი ქვა“ არ შეხვედრია. ჯერჯერობით ასე განაგრძობდა თავის საქმეს: აიღებდა ქვას, თუ ცივი იყო – აგდებდა ზღვაში. შემდეგ აიღებდა სხვას, ამასაც გადააგდებდა და ასე შემდეგ.

დღეები იქცა კვირებად და კვირები თვეებად. ერთ დღეს, მცხუნვარე შუადღეს, მან აიღო კენჭი რომელიც თბილი იყო და გაუანალიზებლად ისიც ზღვაში გადააგდო.

მას უკვე ჩვევაში ჰქონდა გადასული ქვების სროლა, და შემთხვევით ისიც მიაყოლა რომლის დატოვებაც სჭირდებოდა.

ამ იგავის დედააზრიც სწორედ ამაშია. სანამ ყურადღებით და ფხიზლად არ ვიქნებით, ადვილია რომ ხელიდან გავუშვათ შესაძლებლობა, რომელიც კართან თვითონ მოგვადგა.