განდეგილმა ბრძენმა იპოვა ძვირფასი ქვა მდინარეში, საიდანაც ის წყალს სვამდა. იქვე, შორიახლოს მიმავალმა ღარიბმა მგზავრმა ბრძენს საუზმის გაყოფა სთხოვა. ბრძენმა გახსნა თავისი ზურგჩანთა და რაც კი საგზალი გააჩნდა ყველაფერი მას შესთავაზა. მაგრამ მგზავრმა ჩანთაში ძვირფასი ქვა დაინახა და ბრძენს მხოლოდ მისი მიცემა სთხოვა. და ბრძენმაც უყოყმანოდ დაუთმო მას ეს ქვა. ღარიბმა იანგარიშა, რომ ქვის ფასი ძალიან მაღალი იქნებოდა და მისი გაყიდვის შემთხვევაში დარჩენილ ცხოვრებას ფუფუნებასა და უზრუნველ ყოფაში გაატარებდა.
მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ის უკან დაბრუნდა ბრძენთან__ “მე ვიფიქრე მხოლოდ ძვირფასი ქვის ღირებულებასა და ჩემს სიღარიბეზე, მაგრამ თქვენი საჩუქარი მე მდიდარს ვერ გამხდის. და როდესაც მას უკან დაგიბრუნებთ, შეგიძლიათ მომცეთ უფრო მეტად ფასეული რამ?. გამიზიარეთ სხვა სიმდიდრე და მასწავლეთ ის, რამაც თქვენ გაიძულათ უყოყმანოდ გადმოგეცათ ჩემთვის ეს ძვირფასი ქვა.”
შეგონება: ჭეშმარიტი სიბრძნე გულუხვია ყველგან და ყველაფერში!
ავტორი: თამარი