ადამიანებს ყოველთვის აქვთ შინაგანად გაქცევის სურვილი ,რეალურად რომ დაფიქრდნენ არ იციან რას გაურბიან.ამბობენ რომ მათ თავისუფლება სურთ ,თუმცა თავისუფლად მყოფებიც არ არიან კმაყოფილები და ყოველთვის პოულობენ მიზეზს,რის გამოც მოჩვენებითად თავს იმართლებენ.
თავისუფლების სურვისლ ყველა ასაკში თავის განმარტება აქვს,უკმაყოფილება როცა ოჯახის წევრები გზღუდავენ,კონტროლი,მეზობლები,ნათესავები და ფრაზა რომელიც ყველა ასაკს თან სდევს“რას იტყვის ხალხი„
დაფიქრდით იმაზე,რას იტყვით თქვენ ,თუ თქვენ თქვენი თავი გაკმაყოფილებთ ისეთი როგორიც ხართ ,იყავით მართლები საკუთარ თავთან და არავინ შეგზღუდავთ გამაღიზიანებელი მზერით და თავისუფლებასაც იპოვით თქვენში . დაფიქრდით, რას ეძახით თავისუფლებას და რაშია თქვენი თავისუფლება.
ყველა ადამიანი თავისით ქმნის საკუთარ ცხოვრებას და თუ თქვენ თქვენი ცხოვრება არასწორად შექმენით,გამოსწორებასაც შეძლებთ,გაურბიხართ პრობლემებს რომლებიც თქვენი გაქცევით არ მოგვარდება,ანუ იტყუებთ თავს და დროებით წყდებით რეალობას. თავისუფლებას ეს ვერ გაპოვნინებთ. შეეცადეთ იმ მომენტში,ყველაზე მეტად რომ გაქცევის სურვილი აგიყოლიებთ,მაშინ მოაგვაროთ პრობლემა რომლისგანაც თავის დაღწევას ცდილობთ და ამის შემდეგ იგრძნობთ რაღაც ამოუცნობ ძალას თქვენში და ეს გაგანთავისუფლებთ იმისგან, რასაც თავს ვერ დააღწევთ სახლში ჯდომით და წუწუნით.თუ კონტროლისგანაც თქვენი გონება აფექტში მოექცა და ამას გაქცევის, ,თავისუფლების სურვილს დაარქმევთ,ისწავლეთ ჯანსაღი კამათი, გქონდეთ თქვენი აზრი,თუ არავის ჩარევთ საკმარისზე მეტად თქვენს ცხოვრებაში ეს იმის ნიშანი იქნება რომ თქვენ თქვენი აზრი გაქვთ და ეს თქვენი ცხოვრებაა.
თავისუფლებისთვის არაა აუცილებელი მარტო იყოთ,თავისუფლება იმაშია შენს თავში ძალას რომ აღმოაჩენ და შენს თავს ეკუთვნი,შეძელით კამათი,ჯანსაღად და დაიცავით თქვენი აზრი,თუ კრიტიკას გადააწყდით,ამას ტრაგედიად ნუ აქცევთ,ისწავლეთ ფიქრი და გააგრძელეთ ცხოვრება.თუ თქვენ რამეს გაექცევით და ამის მოგვარებას არ შეეცდებით ეს უძლურს და უფრო სუსტს გაგხდით,ისწავლეთ ფიქრი რომ გამოსავალი იპოვოთ.
ისწავლეთ შეგუება, რომ თქვენში ძალა იპოვოთ და მორიგი “მოუგვარებელი„ პრობლემისგან ქაოსი არ შექმნათ,გწამდეთ თქვენი თავის და თუ გაქცევაზე ფიქრობთ,გაექეცით ჯერ თქვენს თავს და აღმოაჩინეთ,რომ თავისუფლება მიწაზე კი არაა ,თქვენშია მიმალული და ამას გამომუშავება სჭირდება.
ის სახლი,ყველას წარმოსახვაში,რომ ხისგანაა აშენებული და ტყეში ტბის პირას დგას,იპოვეთ თქვენს თავში,გახდით მეტად დავდაჯერებული,პრობლემა რომელსაც დეპრესიამდე მიჰყავხართ თქვენზე ძლიერი ვერ იქნება. იპოვეთ სახლი თქვენში და იცხოვრეთ მასსში.განთავისუფლდით აზრისგან,რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ.
ცოტაოდენი ფიქრი,რისკი და საკუთარი თავის რწმენა – თქვენ თავისუფალი ხართ!
გამომგზავნი/ავტორი: ეკატერინე გელაშვილი