Skip to content

ალექსანდრე მაკედონელის სიტყვა თავისი არმიის წინაშე

10 წლის განმავლობაში, სამშობლოს მოწყვეტილი და ბრძოლებით დაქანცული ალექსანდრე მაკედონელი და მისი ჯარი დიდი გამოწვევის წინაშე იდგა. მათ მეფე პორუსისა და მისი უზარმაზარი არმიის წინააღმდეგობა უნდა დაეძლიათ. ჯარისკაცებს და მეთაურებს ეჭვი ეპარებოდათ ამ მიზნის შესრულების შესაძლებობაში. მხოლოდ ალექსანდრე იდგა მედგრად და მტკიცედ სწამდა, რომ მის ჯარს შეეძლო დაეძლია პორუსის არმიის წინააღმდეგობა. მაკედონელი თავისი მასწავლებლის, არისტოტელეს, წყალობით კარგად ფლობდა ადამიანის დარწმუნებისა და მოტივაციის მეთოდებს. იგი ახლაც შეეცადა გადაერწმუნებინა ჯარისკაცები და არმია გამარჯვებისაკენ წაეყვანა.

“არ გისაყვედურებდით რწმენა რატომ დაკარგეთთქო, რომ პირადად მე, თქვენს მეთაურს, თქვენთან ერთად არ გამეზიარებია ჩვენი ყოველი წინსვლა და გამარჯვება და თქვენი გადაწყვეტილება უფრო ბუნებრივად მომეჩვენებოდა, რომ ყველაფერი რაც აქამდე გააკეთეთ, მხოლოდ რაიმე ჯილდოს გამო გაგეკეთებინათ, მაგრამ ვიცი რომ ასე არაა..

მე და თქვენ ეს გზა ერთად გავიარეთ, გავერთიანდით, ვიბრძოდით და დაბრკოლებები არ გვაშინებდა. ესაა ჩვენი ნამდვილი ჯილდო და ღირსება!

დაპყრობილი ტერიტორია თქვენ გეკუთვნით და მათი მმართველებიც თქვენივე წრეებიდან არიან არჩეულნი. და ახლა, როცა ამ საგანძურის უდიდესი ნაწილი თქვენს ხელში გადმოდის და აზია სისხლისაგან იცლება, თქვენ უკან იხევთ…

მაგრამ მე წავალ იმაზე წინ, ვიდრე ამას ჩემი კმაყოფილება და ამბიციები მოითხოვს. გავამართლებ ყველა უკიდურეს იმედს, ავიხდენ ყველა აუხდენელ ოცნებას…
დღეს ვისაც სურს სახლში დაბრუნება შეუძლია დაბრუნდეს. შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთი: დაბრუნდეთ ჩემთან ერთად ან ჩემს გარეშე, მაგრამ ვიცი, რომ მას ვინც წავა შეშურდება მათი, ვინც დღეს ჩემთან ერთად დარჩება…”

თარგმანი:თემო ბერიშვილი