Skip to content

თუ თქვენ არ დაალაგებთ საკუთარ პრიორიტეტებს,ამას სხვა გააკეთებს

“ღრმა რწმენით თქმული “არა” სჯობს, “დიახ”–ს რომელიც გაუაზრებლად,ხათრის გამო, ან პრობლემის თავიდან აცილების მიზნით არის ნათქვამი” – ამბობდა მაჰათმა განდი და ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორ შეცვალა სამყარო ამ ადამიანის ძლიერმა რწმენამ, მაგრამ ნაკლებად ცნობილია,თუ რა როლი ითამაშა იგივე დისციპლინამ მისი შვილიშვილის, არუნ განდის, ცხოვრებაზე.
არუნი სამხრეთ აფრიკაში გაიზარდა. პატარა იყო,როდესაც 2 ჯერ სცემეს: ერთხელ იმის გამო,რომ ძალიან თეთრი იყო, მეორედ კი იმისათვის,რომ ძალიან შავი კანი ჰქონდა. გაბრაზებული არუნი, ინდოეთში გააგზავნეს,რომ ცოტა დრო გაეტარებინა თავის ცნობილ ბაბუასთან. “მიუხედავად იმისა,რომ ბაბუაჩემს უამრავი საქმე და მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა,იგი მაინც ახერხებდა ყოველდღიურად 2 საათი დაეთმო ჩემთვის და რჩევა–დარიგებები მოეცა. ამ დღეებმა უდიდესი გავლენა იქონია ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე.”– იხსენებს არუნი. როგორც ჩანს, მაჰათმა განდს კარგად ესმოდა ცხოვრებისეული პრიორიტეტების მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში მისი ერთ–ერთი პრიორიტეტი შვილიშვილი აღმოჩნდა.
მეც მქონდა შესაძლებლობა,რომ განდის პრიორიტატიზაციის მაგალითი საკუთარ ცხოვრებაში გამომეყენებინა. რამოდენიმე საათით ადრე, ვიდრე ჩემი ერთ–ერთი ქალიშვილი დაიბადებოდა, სამსახურიდან დამირეკეს და შეხვედრაზე წასვლა მთხოვეს.მიუხედავად იმისა,რომ ამ სიტუაციაში ზუსტად ვიცოდი სადაც უნდა ვყოფილიყავი, როდესაც მოვისმინე შეკითხვა: “მოხვალ თუ არა შეხვედრაზე?”, ნაცვლად იმ პასუხისა,რომელიც წესით უნდა გამეცა: “დიახ” წარმოსთქვეს ჩემმა ბაგეებმა.
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას,რომ როდესაც ჩემი მეუღლე საავადმყოფოს სარეცელზე იწვა და მშობიარობდა, მე სამსახურეობრივ შეხვედრაზე ვიყავი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩემმა ერთ–ერთმა კოლეგამ საჯაროდ თქვა: “ყველა თანამშრომელი და კლიენტი დააფასებს იმ ფაქტს,რომ ასეთ დროს ჩვენთან ერთად ხართ”. თუმცა კლიენტების სახეებზე აშკარად ამოიკითხებოდა ის,რასაც მე იმ წუთას ვგრძნობდი:”რას ვაკეთებ აქ?!”. თითქოს კლიენტებმაც კი იცოდნენ განდის ის სიტყვები,რომელიც იმ წუთას ჩემს გონებაში ტრიალებდა: მე”დიახ” იმიტომ ვთქვი,რომ ვერ შევძელი “არა” მეთქვა.
რატომ მოვიქეცი ასე?
ორ რამეს ვაღიარებ: პირველი ის,რომ ნება მივეცი საკუთარ მოუქნელობას, არასწორ გადაწყვეტილებამდე მივეყვანე. არავინ მაძალებდა შეხვედრაზე წასვლას – ეს იმის გამო გავაკეთე,რომ ხათრის გამო, უარი ვერ ვუთხარი უფროსს.
მეორე, მჯეროდა,რომ “მე იქ უნდა ვყოფილიყავი”, ანუ მაგივრად ამ საქმეს სხვა ვერ გააკეთებდა. ლოგიკურად თუ ვიფიქრებთ, ვიცოდი,რომ მქონდა არჩევანი, მაგრამ ემოციებზე დაყრდნობით ვიგრძენი,რომ სხვა არჩევანი არ მქონდა.
რა შეიძლება გააკეთოთ,რომ თავიდან აიცილოთ “დიახ”–ის თქმა,როდესაც იცით,რომ პასუხი “არაა”?
განაცალკევეთ ურთიერთობები და გადაწყვეტილების მიღება ერთმანეთთან. უფროსი,მეგობარი,ხათრი და პრობლემები არაფერ შუაშია თქვენს გადაწყვეტილებასთან. პასუხი გაეცით კითხვას:”რა არის სწორი გადაწყვეტილება?” რა არის თქვენი პრიორიტეტი? შემდეგ “როგორ შეიძლება შევასრულო იგი?”
დააკვირდით რას ამბობთ. უნდა დავურეკო დღეს. დღეს უნდა გავაკეთო ეს სამუშაო.მოდით შეცვალეთ “უნდა”  სიტყვებით “მაქვს არჩევანი”. ეს შეგახსენებთ ,რომ თქვენს ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტებიც არსებობს.
შეეცადეთ ნუ ითანამშრომლებთ ადამიანებთან, რომლებიც პატივს არ სცემენ თქვენს პრიორიტეტებს. შეიძლება ძალზე მარტივად ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად დასამახსოვრებელი წესია. არსებობენ ადამიანები,რომლებიც პატივს სცემენ თქვენს ღირებულებებს და პრიორიტეტებს და ისინი არასდროს მოგთხოვენ, ისეთი რამის გაკეთებას,რაც მათთან წინააღმდეგობაში მოდის.
“არა”–ს ნაცვლად “დიახ”–ის თქმა,შეიძლება რიგ სიტუაციებში უმნიშვნელო საკითხად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირია შემთხვევები,როდესაც ასე მიღებულ გადაწყვტილებას ცხოვრებისეულ სინანულამდე მივყავართ.შეიძლება განდის ვერ დავემსგავსოთ, თუმცა აბსოლიტურად შესაძლებელია გავხდეთ მეტად პრინციპულები, მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები და უკან მოხედვისას სანანებელიც ნაკლები აღმოგვაჩნდეს..
ავტორი: გრეგ მაკიოვნი; თარგმანი:4motivi.com