Skip to content

დედის თავგანწირვა მომავალი შვილისათვის

ტეხასის შტატში 40 ექიმი იმ ქალბატონის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, რომელსაც კიდურების ამპუტაცია დასჭირდა საკუთარი შვილის ამ ქვეყნად მოსავლენად.ამერიკის შეერთებულ შტატებში, ექიმებმა 41 წლის ფეხმძიმე ქალბატონს მეტად საშიში დიაგონიზი დაუსვეს: სწრაფად პროგრესირებადი ნეკროზული ფასციტი.
ექიმებმა ქეით ჰაისი გააფრთხილეს, რომ თუ იგი მაინც გადაწყვეტდა მშობიარობას, მაშინ შედეგს შესაძლოა ქალბატონი სავალალო მდგომარეობამდე მიეყვანა. ქეითმა კი უარი თქვა ორსულობის შეწყვეტაზე და მშობიარობა გადაწყვიტა.
“სტრეპტოკოკები ქეითის ორგანიზმში დიდი სისწრაფით ვრცელდებოდნენ. მან საკუთარი სიცოცხლე სასწორზე მშობიარობის გამო შემოდო” – აღნიშნა ქეითის მთავარმა ექიმმა.
2010 წლის თებერვალში სამყაროს ულამაზესი და ჯანმრთელი გოგონა,არიელი მოევლინა.
სამწუხაროდ მშობიარობიდან ორი დღის შემდეგ,ექიმები იძულებულნი გახდნენ დედა საოპერაციო განყოფილებაში გადაეყვანათ. 15 საათის განმავლობაში 40 ექიმი დედის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდა.
სამედიცინო ჩარევის შედეგად, ექიმებს ქეითისთვის ორივე ხელის მოკვეთა მოუწიათ, რათა ინფექცია მთელს სხეულში არ განვითარებულიყო.ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი ქალბატონს ორივე ფეხი მოკვეთეს. 10 დღის შემდეგ ქეითი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ მედიცინის წარმომადგენლების პროფესიონალიზმის საფუძველზე მისი გადარჩენა მაინც მოხერხდა.
ამ ყველაფერთან ერთად,ქირურგებს ქეითისთვის ღვიძლის ნაწილისა და სხვა ორგანოების ამოკვეთაც მოუწიათ.
“ჩემს მეუღლეს ძალიან რთული ოპერაციების გადატანა მოუწია, რის შედეგადაც ოთხივე კიდური დაკარგა. მაგრამ იგი თვლის, რომ მისი მსხვერპლი გამართლებულია. ახლა მე ვიღებ მისი მოვლის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მე იგი უსაზღვროდ მიყვარს”- აღნიშნავს ქეითის მეუღლე.
“ახლა მე დამოუკიდებლად მოძრაობა არ შემიძლია, მაგრამ არაფერს ვნანობ। შეუძლებელია იმის წარმოდგენაც კი, რომ საკუთარი სიცოცხლისთვის ჩემს ქალიშვილზე უარი უნდა მეთქვა” – ამბობს თავად ქეითი.

დიდ მადლობას ვუხდით ლუკა სტურუას ნაშრომის გამოგზავნისათვის