ლეგენდარული რუსი დრამატურგი ანტონ ჩეხოვი, საკუთარი ძმისადმი მიწერილ წერილში, განმარტავს 8 პირობას, რომელიც კულტურულმა ადამიანმა უნდა დააკმაყოფილოს.
მოსკოვი, 1886 წელი
ძვირფასო ნიკოლაი,
ხშირად გითქვამს, რომ ადამიანები ვერ გიგებენ. არც გოეთეს და არც ნიუტონს არ უთქვამთ მსგავსი რამ.. მხოლოდ ქრისტე ამბობდა, მაგრამ ის საკუთარ მრწამსზე საუბროდა და არა თავის თავზე.. ადამიანებს ძალიან კარგად ესმით შენი და თუ შენ თვითონ ვერ გაგიგია საკუთარი თავის, ეს მათი ბრალი არაა.
მერწმუნე, როგორც ძმას, მე მესმის შენი და მთელი გულით ვგრძნობ შენს არსებას. ჩემი საკუთარი 5 თითივით ვიცი შენი კარგის თვისებების შესახებ, ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ მათ.
ვფიქრობ სუფთა, დიდსულოვანი, არაეგოისტი ადამიანი ხარ. მზად ხარ შენი სიკეთე ყველას გაუზიარო. შენს გულში ბოროტება და შური არ არსებობს. უბრალო გულის ადამიანი ხარ, სანდო – ყოველგვარი ღვარძლისა და სიბოროტის გარეშე და სხვის ბოროტებასაც არასდროს იმახსოვრებ.
ვფიქრობ სუფთა, დიდსულოვანი, არაეგოისტი ადამიანი ხარ. მზად ხარ შენი სიკეთე ყველას გაუზიარო. შენს გულში ბოროტება და შური არ არსებობს. უბრალო გულის ადამიანი ხარ, სანდო – ყოველგვარი ღვარძლისა და სიბოროტის გარეშე და სხვის ბოროტებასაც არასდროს იმახსოვრებ.
შენ როგორც სხვა ადამიანები ღვთისგან მონიჭებული უნიკალური ნიჭით ხარ დაჯილდოებული. ეს ნიჭი მილიონში ერთს თუ ეძლევა და იგი გამოგარჩევს სხვა ადამიანებისაგან.
და მიუხედავად ყველაფრისა, ერთი ნაკლი გაქვს, რაც განაპირობებს იმას, რომ საკუთარი ადგილი ვერ გიპოვნია და შესაბამისად შენი უბედურებისა და წუხილის მთავარი მიზეზიც ესაა.
დღეს მსურს გითხრა, რომ ეს ნაკლი კულტურის ნაკლებობაა.
გთხოვ მაპატიე.. ცხოვრებას საკუთარი პირობები აქვს და თუ გსურს განათლებულ ადამიანებს შორის კომფორტულად გრძნობდე თავს და ბედნიერი იყო, აუცილებლად უნდა ფლობდე კულტურის ხელოვნებას გარკვეულ დონემდე მაინც.
ჩემი აზრით, არსებობს პირობები, რომლებიც კულტურულმა ადამიანებმა უნდა დააკმაყოფილონ:
1.ისინი აფასებენ პიროვნულ თვისებებს და ამიტომაც ყოველთვის კეთილნი, თავაზიანნი და ზრდილნი არიან. ისინი მუდამ მზად არიან ხელი გაუწოდონ სხვას. თუ ისინი ვინმესთან ერთად ცხოვრობენ, ამას წყალობად არ თვლიან და როდესაც ტოვებენ ვინმეს, არასდროს ამბობენ “ვერავინ იცხოვრებს შენთან ერთად”.
1.ისინი აფასებენ პიროვნულ თვისებებს და ამიტომაც ყოველთვის კეთილნი, თავაზიანნი და ზრდილნი არიან. ისინი მუდამ მზად არიან ხელი გაუწოდონ სხვას. თუ ისინი ვინმესთან ერთად ცხოვრობენ, ამას წყალობად არ თვლიან და როდესაც ტოვებენ ვინმეს, არასდროს ამბობენ “ვერავინ იცხოვრებს შენთან ერთად”.
2. ისინი მარტო უპოვართა მიმართ კი არ არიან სიბრალულით განმსჭვალული, არამედ გული სტკივათ იმის გამო, რასაც თვალი ვერ ხედავს.. ისინი ღამეებს ათევენ, რათა დაეხმარონ მას ვისაც დახმარება სჭირდება. გადაიხადონ შვილებისა და ძმების სწავლის საფასური და უყიდონ ტანსაცმელი საკუთარ დედას.
3. ისინი პატივს სცემენ სხვის საკუთრებას და ყოველთვის უკან აბრუნებენ ვალს.
4. ისინი ყოველთვის გულწრფელები არიან და სძაგთ სიცრუე. ისინი უბრალო საგნებშიც კი არ იტყუებიან. მათ ესმით, რომ ტყუილი შეურაცყოფაა მათი მსმენელისთვის. ისინი არ თამაშობენ და გარეთაც ისე იქცევიან როგორც სახლში. ისინი ყველაზე თავმდაბალი მეგობრის წინაც კი არ ცდილობენ თავის წარმოჩენას და ხშირად მხოლოდ ადამიანთა პატივისცემის გამო, ჩუმად არიან და საუბრობენ მაშინ როცა საჭიროა.
5.ისინი თანაუგრძნობენ და არ ცდილობენ სხვა ადამიანების ცხოვრებით თამაშს.
6. ისინი მედიდურობას არ მისდევენ. მათ არ ადარდებთ ისეთი ყალბი მარგალიტი, როგორიც საზოგადოებაში თავის წარმოჩენაა. ისინი “შოუს მაყურებელთა” ქების ნისლში არ ეხვევიან..და თუ არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ, თავიც არ მოაქვთ ვითომც დიდი რამე გააკეთეს და არ ცდილობენ დაიკვეხონ ის, რაც არ გაუკეთებიათ. კულტურული ადამიანი მუდამ ცდილობს თავი აარიდოს ბრბოს და რამდენადაც შესაძლებელია რეკლამაზეც უარს ამბობს. თვით კრილოვიც კი ამას ამბობდა: “დოქი რაც უფრო ცარიელია, მით უფრო მეტად ხმაურობს.”
7. თუ ნიჭი აქვთ აფასებენ და პატივს სცემენ ამას. ისინი ღვინოს, გარყვნილებასა და ქალებს არ ანაცვალებენ საკუთარ ტალანტს… ისინი ამაყობენ საკუთარი ნიჭით, თუმცა ამავდროულად საკუთარი თავისადმი მომთხოვნიც არიან.
8. ცდილობენ მშვენიერი გრძნობებით აავსონ ცხოვრება. მათ არ შეუძლიათ ტანსაცმლიანად დაწვნენ საწოლში, ბინძურად ჩაიცვან ანდა ზეთის საკვამურზე მოამზადონ საკუთარი სადილი. ისინი ცდილობენ თავი შეიკავონ საკუთარი სექსუალური ინსტიქტების უხეშად გამოვლინებისაგან და რაც ქალში სურთ მხოლოდ სექსი არაა.. ისინი დღედაღამ არაყში არ ბანაობენ და ჭურჭელს არ ამსხვრევენ. ისინი ღორები არ არიან და მათ ეს იციან.ისინი მხოლოდ მაშინ სვამენ, როცა თავისუფალნი არიან.. მათ სურთ შეინარჩუნონ ჯანმრთელი სხეული და გონება.
აი ასეთები არიან კულტურული ადამიანები და იმისათვის, რომ კულტურული გახდე, საკმარისი არაა “პიკვიკის კლუბის ჩანაწერები” იკითხო ანდა ფაუსტის რომელიმე მონოლოგი დაიზუთხო..
ამისთვის საჭიროა მუდმივი შრომა, დღედაღამ კითხვა, სწავლა, განვითარება და სურვილი.. ამაში დახარჯული ყოველი წამი ძვირფასია. დაბრუნდი ჩვენთან, დაამსხვრიე არყის ბოთლი, დაჯექი და იკითხე.. თუნდაც ტურგენევი, ვიცი რომ არ გაქვს წაკითხული..
უნდა დაამარცხო საკუთარი უძლურება, ბავშვი აღარ ხარ… დარწმუნებული ვარ, მალე მოგინდება ამის გაკეთება! მე ველი ამ წამს.. ჩვენ ყველანი ველით…
თარგმანი: თემო ბერიშვილი