Skip to content

თანაგრძნობა შორიდან

ყველაფერი კარგად იქნება… და კიდევ, დრო ყველაფრის მკურნალია…

ეს ორი ფრაზა დაჰყვება უკვე, ალბათ საუკუნეების განმავლობაში უბედურებას, რომელიც სავარაუდოდ ყველა ადამიანს აქვს გამოყენებული,რათა დაამშვიდონ ის მეორე, რომელსაც არაფერი კურნავს…

რთული მოსასმენია, ის რომ ვინმე გეუბნება, შენი ცხოვრება დამთავრდა და ეხლა უნდა შეეგუოო მაგრამ, როგორ შეიძლება დრო მკურნალი იყოს, დრო უბრალოდ გვაჩვევს, გვაჩვევს იმას რისი არ შეჩვევის უფლებაც არ გვაქვს. ყველაფერი შეიძლება კარგად აღარ იყოს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, დრომ შეიძლება ვერ გვიმკურნალოს მაგრამ ვეჩვევით, უნდა შევეჩვიოთ…
შეუძლებელია განკურნო ტკივილი, რომელიც სულზე გაქვს მოყენებული, მას ვერც მალამოს წაუსვამ და ვერც შეიხვევ.

მინდა კონკრეტულ ფაქტებს გავუსვა ხაზი რომელსაც ბოლო დროის განმავლობაში ხშირად ვაწყდები…

მაია ასათიანი, დედა,მამა,და,ძმა,მზე,მთვარე,სუნთქვა,წყალი და ყველაფერი…

საერთოდ ვერ ვიტან როცა უბედურებას ასე მალე აიტაცებენ და პოსტებს უძღვნიან ხოლმე გარდაცვლილ და მათ დანატოვარ ცოცხლებს, მაგრამ გარკვეული დაშორებული მანძილი საქართველოსთან, მაძლევს უფლებას ასე გამოვთქვა ჩემი თანაგრძნობა.

მე სა არ ვიცნობ და არც მის შვილს ვიცნობდი, მაგრამ მე დედები მყავს ნანახი, შვილ დაკარგული დედები და ვიცი რომ ზემოთ მოხსენებული ორი ფრაზა ამ შემთხვევაში ძალას კარგავს.
იცით დედა სილამაზეა,სიმშვიდე,სითბო, სიყვარული და ყველაზე ძლიერი ქალი ! მაგრამ დედა,რომელსაც მიზეზი აღარ აქვს იყოს ლამაზი,თბილი,მშვიდი და ძლიერი,ის უბრალოდ ქალი ხდება,რომელიც დროს მიჰყავს და არ იცის როდის მორჩება. და აი ზუსტად ეს დრო ასწავლის მას შეეჩვიოს ტკივილს, სევდას,მარტოობას,სულის კივილს და უკვე ამომშრალ ცრემლებს.

დედამ სხვანაირი განცდა იცის, დედამ სხვანაირი ზრუნვა იცის,დედამ ყველაზე ძლიერი მონატრება იცის და აი მე კი არ ვიცი არსებობს კი რომელიმე დამწერლობაში სიტყვა, ფრაზა ან თუნდაც ადამინი, რომელიც შვილის დაკარგვას შეგიმსუბუქებს. დედას რომელსაც სიყვარული დაეღუპა, მისი გული მხოლოდ იმიტომ ფეთქავს რომ ცოცხალია, სისხლი უჩქეფს იმიტომ რომ სხეული გონზეა. სხვა დანარჩენი შვილებს მიჰყვებათ და დედას მხოლოდ ლოცვა, სურათები და მოგონებები რჩება, წლების მერე ეჩვევა, იმიტომ რომ ტკივილი არ ახსენებს თავს, მაგრამ მაინც სტკივა, ტკივილი არ გავა,მეორედ უბრალოდ ვერ დაიბადები…

რამდენიმე წლის წინ ერთ დედას ვუთხარი, რომელიც შვილის სასახლესთან იჯდა და ცრემლი აღარ მოსდიოდა, ვიზიარებ მაგრამ ყველაფერი კარგად იქნებათქო, მან თავზე ხელი გადამისვა, ძლივს გამიღიმა და მითხრა: ” კარგად ვერ იქნება,მაგრამ მე მხოლოდ შიშიღა დამრჩაო„ რისი გეშინიათ, ვკითხე და შემრცხვა, მან კი მიპასუხა, “მას არ ენდომებოდა რომ მეც დავღუპულიყავიო, ხოდა ახლა მეშინია არ მოვკვდე,რადგან პულსს და გულის ცემას ვეღარ ვგრძნობ და უფრო არ ვატკინო გული ჩემს პატარას, ძალიან მეშინიაო…”

შეიძლება ყველაფერი ძველი დროს ვერ დაუბრუნდეს,დანაკლისი სულში ყოველთვის იქნება,ვერც დრო გიმკურნალებს,მხოლოდ შეგაჩვევს მაგრამ ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ნუ გეშინია მაია,ილოცე ბევრი და ნუცა გაგიღიმებს !!!

ეკატერინა გელაშვილი

Ende der Chat-Unterhaltung
Verfasse eine Nachricht …

Dateien auswählen
Dateien auswählen