სამართლის გამოცდის შემდეგ ერთი სტუდენტი მიდის პროფესორთან და ეუბნება:
– პროფესორო თქვენ ნამდვილად კარგად იცით ის რასაც გვასწავლით?
– რასაკვირველია – პასუხობს პროფესორი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, არც ვიქნებოდი თქვენი პროფესორი.
– მშვენიერია – ამბობს სტუდენტი. მოდით ერთ შეკითხვას დაგისვამთ და თუ ვერ მიპასუხებთ “A” შეფასება უნდა დამიწეროთ, თუ არადა შევეგუები იმ დაბალ ნიშანს, რასაც დამიწერთ.
– ძალიან კარგი – ღიმილით პასუხობს თავისთავში დარწმუნებული პროფესორი.
– გთხოვთ მიპასუხოთ: რა არის კანონიერი, მაგრამ არალოგიკური? ლოგიკური, მაგრამ არაკანონიერი და არც ლოგიკური და არც კანონიერი ?
დიდი ხნის ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ პროფესორი სწორ პასუხს ვერ პოულობს და თანხმდება, რომ სტუდენტს საგანში “A” შეფასება დაუწეროს.
საღამო ხანს პროფესორი სტუდენტს ურეკავს და შეკითხვის პასუხს ეკითხება.
პროფესორო, თქვენ 63 წლის ხართ და 35 წლით უმცროსი ცოლი გყავთ – ეს კანონიერია, მაგრამ არალოგიკური. თქვენს ცოლს 25 წლის საყვარელი ჰყავს – ეს ლოგიკურია, მაგრამ არაკანონიერი. და ფაქტი, რომ თქვენ თქვენი ცოლის საყვარელს A შეფასება დაუწერეთ, არც ლოგიკურია და არც კანონიერი – პასუხობს სტუდენტი.
თარგმანი: 4MOTIVI.COM