ტესტის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ყველა კითხვაზე ჩაინიშნო ის პასუხი რომელიც პირველად მოგივათ თავში. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად აბსურდული იქნება, ან გამეორდება თუ არა პასუხები, მთავარია დაწეროთ ის რასაც პირველად გაიფიქრებთ. აიღეთ ფურცელი და საწერკალამი და დავიწყოთ !
1. უყურებ ზღვას… (რას გრძნობ? შეგიძლია დახუჭო თვალები);
2. მიდიხარ ტყეში და იყურები ქვემოთ (რას გრძნობ? პასუხისთვის გაქვს 30-40 წამი);
3. ხედავ მფრინავ თოლიებს (რას განიცდი ამ დროს, სწრაფად პასუხობ და გადადიხარ შემდეგზე);
4. ცხენების რემა (ბევრი ფიქრის გარეშე დაწერე რაც თავში პირველად მოგდის);
5. უდაბნოში არის კედელი პატარა ნახვრეტებით, მის უკან არის ოაზისი ( საჭიროა შენი მოქმედება და არა ფიქრი);
6. უდაბნოში დაღლილი, ხედავ წყლით სავსე ჭურჭელს. რას აკეთებ (რას განიცდი, დაწერე ფურცელზე);
7. ტყეში მოსაღამოვდა, დაიკარგე, დაინახე სახლი რომელშიც ანთია შუქი. (რას აკეთებ);
8. ნისლში ხარ (მოქმედება, როგორ მოიქცევი);
ყველაფერი დაწერეთ?
ძალიან კარგი!
ეხლა ნახეთ ზიგმუნდ ფროიდის პასუხები.
1. შენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ემოციებისა და შეგრძნებებისადმი;
2. როგორ გრძნობ თავს ოჯახში;
3. შენი დამოკიდებულება ქალებისადმი;
4. შენი დამოკიდებულება კაცებისადმი;
5. ცხოვრების ძირითადი მიზანი, გეგმა. როგორ უმკლავდები პრობლემებს;
6. შენი სექსუალური აზროვნება. როგორ ირჩევ მეწყვილეს;
7. შენი დამოკიდებულება ოჯახის შექმნაზე;
8. შენი დამოკიდებულება სიკვდილზე.