Skip to content

ვიხილები და მოვდივარ

10 , 9 , 8 , 7 , 6 , 5 , 4 , 3 , 2 , 1 … ვიხილები და მოვდივარ . . .  ბავშვობა და თამაშები . ჩემი 16 წელი შედგება მოგონებებისგან. მახსოვს სოფელი და ისიც მახსოვს, თუ როგორ დიდი სიხარულით ვთამაშობდი სოფელში, შევიკრიბებოდით ბავშები  და არაფერიც არ გვადარდებდა, ( არანაირი მოძღვრება დღევანდელობაზე მხოლოდ მოგონებებს ვიხსენებ ) წარსულში იყო წყენები, მაგრამ ბავშური და მხოლოდ იმიტომ, რომ  შესაძლებელი იყო  ვინმე სხვას თამაში  სდომებოდა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩემ პოზიციას, არასდროს ვთმობდი. გადატყავებული მუხლებითაც ბევრჯერ მივლია, მაგრამ  სულ ერთი იყო მე მაინც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. არ ვიყავი მეოცნებე პროფესიაზე. არასდროს მიოცნებია : ” მე ექიმი ”   ” მე მხატვარი ”  ”მე  მოსამართლე ” … მოკლედ ასეთი მისწრაფებები არ გამაჩნდა . დიდობისთვის გადავდე, როცა რეალურად ვიგრძნობდი პასუხისმგებლობას . მახსოვს ბევრი ნათელი დღეები . ლამაზი ვარდები ეზოში , დიდი ვაშლის ხე და ჩემი უწყინარი ძაღლი, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა.

კიდევ მახსოვს ბებოს მომზადებული სადილი ( ეს უკანასკნელი დღემდე საუკეთესოა ).  კიდევ ბევრი რამ მახსოვს , მეც მიყვარდა ხალხი ,  ” გაგაჩნდეს მოგონებები ბავშვობიდან  ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ” . უკვე დეჟავუც კი მაქვს , ხოდა ასე აჟიტირებული სურვილი მაქვს ისევ ჩავიდე იქ , ისევ იმ ბავშებთან ერთად ( როგორც იმ დღეს, როდესაც დავტოვე იქაურობა ) ბოლოჯერ ვითამაშო დამალობანა და შემდეგ მათ მოძებნას შევუდგე . მერე ბევრი ვიხალისოთ , რომ როგორც ყოველთვის დამასწრებენ მათ პოვნას და თვითონ მოვლენ . მივდივარ ჩქარი ნაბიჯებით  იქ საიდანაც მოვედი!

ჯიბეში ხელებჩაწყობილი, ვუახლოვდები ხეს , რომელიც ასე ამოჩემებული გვქონდა  და გამალებით ვითლი : 10 , 9 , 8 , 7 , 6 , 5 , 4 , 3, 2 , 1 … ვიხილები და მოვდივარ  … მაგრამ , ახლა არავინ მასწრებს მათ მოძებნას,  ისე როგორც მაშინ, იმედები მიცრუვდება და პირდაპირ რეალობას ვეჯახები , თან ისეთს ფრთებს , რომ მოგაჭრის და  ცხარე ცხრემლებს გადენინებს ,  იმედგაცრუებული ისევ ვითვლი : 10 , 9 , 8 , 7 , 6 , 5 , 4 , 3 , 2 , 1 … ვიხილები და მივდივარ … ( ვუბრუნდები სამყაროს სადაც , შეგიძლია დაჯდე და გაიხსენო ბავშობა, რომელიც უკან არ დაბრუნდება, რაც არ უნდა გაითვალო!.. )

ავტორი : ნანო ჯაიანი