Skip to content

ერთი დღე ინტერნეტის გარეშე

  დღეს დილით გათენდა თუ არა,მაშინათვე სმარტოფინი მოვიმარჯე, სოციალური ქსელი რომ შემემოწმებინა. ინსტრაგამზე  ახალი ფოტო ამეტვირთა  და დამეწერა პოსტი, იმის შესახებ თუ როგორ  კოკისპირულად წვიმდა მთელი ღამე, მაგრამ მოულოდნელად გამახსენდა,რომ დავალიანების გადახდა დამავიწყდა და  სახლში ინტერნეტი გაითიშა. გუშინ საყიდლებზე ვიყავი და მთელი  ფული დავხარჯე,ხელფასი კი მხოლოდ ხვალ ჩამერიცხება ანგარიშზე. ღმერთო ჩემო, მთელი დღე ინტერნეტის გარეშე მომიწევს ყოფნა.  დღეს  კვირა  დღეა და  მინდოდა კარგად დამესვენა.ვაპირებდი საინტერესო ფილმი დამესერჩა,მაცივრიდან გამომეღო ჩემი საყვარელი სასმელი და მოვკალთებულიყავი კომპიუტერის წინ,მაგრამ როგორც ჩანს „ბედი არ მწყალობს“.

  ჯიბეები,საფულე შევამოწმე,მაგრამ მე ხომ არასდროს ვინახავ ფულს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის,ამიტომ მომავალში აუცილებლად მოვისმენ ინტერნეტში ტრენინგს იმის შესახებ, თუ როგორ დავზოგოთ თანხა  და დავაგროვოთ ჩვენი კაპიტალი. მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი არ მომეწოდებოდა ინტერნეტი, მაინც რამდენჯერმე შევაერთე ჩემი ლეპტოპი დენის წყაროში და ვიფიქრე,რომ ინტერნეტის გარეშე ჩემს კომპიუტერს ვერაფერში გამოვიყენებ.ასე მგონია გარე სამყაროს მოვწყდი და სიცარიელში აღმოვჩნდი.თაროდან წიგნი ჩამოვიღე,მაგრამ გული ვერ დავუდე კითხვას.ყავა მოვიმზადე,  თუმცა ყავასაც კი არ ჰქონდა გემო ინტერნეტის გარეშე.ვერც ახალი სტატია დავწერე. რამდენჯერმე გავედი აივანზე და ამაოდ ვცადე მეზობლის ვაი -ფაით მესარგებლა,მომხმარებელს  პაროლი შეუცვლია ამჯერად.  შემდეგ გამახსენდა რომ ჩემი სახლის წინ  გასართობი პარკია,სადაც უფასო ინტერნეტზე მიმიწვდება ხელი.სასწრაფოდ ჩავიცვი და კიბეებზე დავეშვი.

  გუშინდელი კოკისპირული წვიმის მიუხედავად,მშვენიერი დღე ყოფილა გარეთ.ნახე მზე,როგორ ანათებს.მას არ აღელვებს რა ხდება ვირტუალურ სამყაროში გავიფიქრე და (გამეღიმა).ეზოში ბავშვები თამაშობენ.ახალგაზრდები პარკში სხედან და მიუხედავად იმისა ხელიდან არ უშვებენ სმარტფონებს და აიფონებს,მაინც კარგია გარეთ ყოფნა.ცოტა ხანი ჩამოვჯექი  სკამზე.მშობლებს შვილები ყავთ  გამოყვანილი და მათზე ზრუნვით არიან დაკავებული.დედა სურათებს უღებს პატარას.შემდეგ ფეისბუქზე ტვირთავს ფოტოებს  და მას ეს აბედნიერებს.

ჩიტები ჭიკჭიკებენ.ერთი ლამაზი გოგონა მარტო ზის და სელფს იღებს.ჩემი თავი მახსენდება.მეც სელფის მოყვარული ვარ.დღესაც გადავიღებ ახალ სურათებს სათაურით –  ჩემი ერთი დღე ნეტის გარეშე. მეც ერთი  ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,რომელიც იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს და ამაში არაფერია ცუდი,უბრალოდ ცუდი ის არის,რომ მთელი დღე პანიკაში ვარ იმის გამო,რომ სახლში ინტერნეტი არ მაქვს.დღეს მივხვდი რომ უდიდესი ადგილი უჭრავს ჩემს ცხოვრებაში ინტერნეტს.არ მჯერა რომ მე მის გარეშე სიცარიელე ვარ. არ მჯერა,რომ ინტერნეტის გარეშე არ შემიძლია  გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება.

   სმარტფონს ვიღებ და  ვცდილობ   Tbilisi love you -ს  wi-fi  ით ვისარგებლო, მაგრამ დღეს მართლაც ბედი არ მწყალობს. რამდენიმე სელფს  ვიღებ სევდიანი გამომეტყველებით  და ფეხით მივუყვები გზას.ვცდილობ გავიხსენო როგორ ვერთობოდი მაშინ როცა ნეტი არ მქონდა სახლში. მახსოვს მეგობრებს პირადად ვნახულობდი.ჩემს მოთხრობებს ბლოკნოტში ვწერდი.დედას ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში და ვმეცადინეობდი წიგნებით ხელში.კარგი დრო იყო,მაგრამ ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროა.დრო დაჩქარდა.საქმეების მოგვარება კომპიუტერით ხდება. თუმცა ადამიანმა ნეტის გარეშეც უნდა შესძლოს გართობა,დასვენება,ცოდნის მიღება.ჩვენ საკუთარი სამყარო უნდა გავამდიდროთ ცოდნით.უფრო მეტი დრო უნდა გავატაროთ ერთმანეთთან.პირადად უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს თბილი სიტყვებით. ხშირად უნდა გავიდეთ ბუნებაში.ჩავხედოთ ყვავილებს და ხეებს თვალბში. სამყაროს სურნელი შევიგრძნოთ.  რადგან ერთ დილით თუ ინტერნეტის გარეშე დავრჩებით ამის გამო პანიკაში არ ჩავარდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს საყვარელი ადგილები,სადაც წავალთ და ჩვენს ამბებს მოვყვებით.ადგილი,სადაც მოგვისმენენ და გაგვიგებენ.ადგილი,სადაც მდინარე მოედინება,ჩიტუნები ჭიკჭიკებენ ტკბილად და ჩვენც მრავლისმნახველი კაცივით გავიღიმებთ.ჩვენ უნდა გვყავდეს ისეთი ადამიანები,რომელებსაც შევხვდებით  და მათ გვერდით საჭიროდ ვიგრძნობთ თავს.

   ხვალ დილით ხელფასი ჩამერიცხება თუ არა,მაშინათვე ინტერნეტის დავალიანებას დავფარავ,თუმცა ახლა ვიცი,რომ ინტერნეტის გარეშეც უნდა შევძლო სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გავატარო დრო.