Skip to content

ვაცლავ ჰაველის 8 ციტატა

ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტის, ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტისა და პოლიტიკოსის, ვაცლავ ჰაველის 8 ციტატა:

  • სახელმწიფოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოქალაქეებზეა დამოკიდებული. იმისთვის რომ ქვეყანამ საგარეო მშვიდობა დაამყაროს, შიდა სტაბილური მდგომარეობაა აუცილებელი, რაც მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მშვიდობიან ურთიერთობას გულისხმობს.

  • თანამედროვე ადამიანის უბედურება ის კი არ არის, რომ უფრო და უფრო ნაკლებად აცნობიერებს საკუთარი ცხოვრების აზრს, არამედ ის, რომ ეს საკითხი უფრო და უფრო ნაკლებად აწუხებს.

  • სად არის ადამიანების ხსნა, თუ არა მათსავე გულებში, მოთმინებასა და პასუხისმგებლობაში.

  • იქ სადაც სიმართლე სრულიად თავისუფალი არ არის, თავისუფლებაც არასრულყოფილია.

  • იმედი გონებრივი მდგომარეობაა. ეს ღრმა და ძლიერი გრძნობაა, თუმცა არც სიხარულს ჰგავს და არც სურვილს. ეს არის უნარი, იმუშავო რაღაცისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კარგია.

  • ხანდახან ყველაზე ღრმა ეჭვები ჭეშმარიტებას ბადებს. შესაძლოა უიმედობაა ის, რაც შემდგომში ადამიანებს იმედით ავსებს; შესაძლოა ცხოვრების აზრი ვერ იპოვო მანამ, სანამ მის აბსურდულობას არ განიცდი.

  • თანამედროვე ადამიანს შესწევს უნარი, აღმართოს საკუთარი აბსურდულობის ბარიკადი. მხოლოდ მას შემდეგ მოუნდება გარეთ გახედვა, როდესაც აქედან გამოსვლა, გადმოხტომაც და თავის არიდებაც შეუძლებელი ხდება.

  • თუკი მომიწევდა იმის თქმა, თუ ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა, ფრანც კაფკას დავასახელებდი. მისი ნაწარმოებები ცენტრალური ევროპის რეგიონში ყოველთვის ცნობილი იყო.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა