ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტის, ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტისა და პოლიტიკოსის, ვაცლავ ჰაველის 8 ციტატა:
სახელმწიფოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოქალაქეებზეა დამოკიდებული. იმისთვის რომ ქვეყანამ საგარეო მშვიდობა დაამყაროს, შიდა სტაბილური მდგომარეობაა აუცილებელი, რაც მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მშვიდობიან ურთიერთობას გულისხმობს.
თანამედროვე ადამიანის უბედურება ის კი არ არის, რომ უფრო და უფრო ნაკლებად აცნობიერებს საკუთარი ცხოვრების აზრს, არამედ ის, რომ ეს საკითხი უფრო და უფრო ნაკლებად აწუხებს.
სად არის ადამიანების ხსნა, თუ არა მათსავე გულებში, მოთმინებასა და პასუხისმგებლობაში.
იქ სადაც სიმართლე სრულიად თავისუფალი არ არის, თავისუფლებაც არასრულყოფილია.
იმედი გონებრივი მდგომარეობაა. ეს ღრმა და ძლიერი გრძნობაა, თუმცა არც სიხარულს ჰგავს და არც სურვილს. ეს არის უნარი, იმუშავო რაღაცისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კარგია.
ხანდახან ყველაზე ღრმა ეჭვები ჭეშმარიტებას ბადებს. შესაძლოა უიმედობაა ის, რაც შემდგომში ადამიანებს იმედით ავსებს; შესაძლოა ცხოვრების აზრი ვერ იპოვო მანამ, სანამ მის აბსურდულობას არ განიცდი.
თანამედროვე ადამიანს შესწევს უნარი, აღმართოს საკუთარი აბსურდულობის ბარიკადი. მხოლოდ მას შემდეგ მოუნდება გარეთ გახედვა, როდესაც აქედან გამოსვლა, გადმოხტომაც და თავის არიდებაც შეუძლებელი ხდება.
თუკი მომიწევდა იმის თქმა, თუ ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა, ფრანც კაფკას დავასახელებდი. მისი ნაწარმოებები ცენტრალური ევროპის რეგიონში ყოველთვის ცნობილი იყო.
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა