ვიცნობდით ჩვენი ოჯახის წევრს, უსახლკაროსავით ჩაცმული, რომ გვენახა ქუჩაში?
ეს სოციალური ექსპერიმენტი, New York Rescue Mission-ისა და Agency Silver-ის პარტნიორობით ჩატარდა. ქუჩაში დამონტაჟებული იყო ფარული კამერა, რომელიც აფიქსირებდა ადამიანებს, რომელთაც უსახლკაროსავით ჩაცმულ საყვარელ ადამიანებს გვერდით გულგრილად ჩაუარეს. მოგვიანებით, ყველა მათგანმა იხილა ეს კადრები.
ალბათ ნათელია, რომ ვერავინ გამოარჩია საკუთარი ოჯახის წევრები. ერთმა ქალბატონმა საკუთარი დედა, ბიძა და დეიდა ვერ იცნო.