Skip to content

ეფექტური სწავლის პრინციპები

ჩვენი გონება მილიარდობით ნერვული უჯრედისაგან შედგება და ეს უჯრედები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. რაიმეს სწავლა არსებითად, ნერვულ უჯრედებს შორის ახალი ქსელური კავშირების შექმნაა. ჩვენ ყოველთვის ვსწავლობთ-მათემატიკური ამოცანების კეთებისას და ისევე,როგორც უბრალოდ ცაზე დაკვირვებისას,რადგან ორივე შემთხვევაში ნერვული უჯრედების ქსელური კავშირები აქტიურდება და ახლები ფორმირდება. ეფექტურად ათვისების პრინციპები იმალება არა კონკრეტული საკითხის სწავლაში, არამედ სწავლის მეთოდში, რომელსაც შერჩევით ან გაუთვითცნობირებელად ვირჩევთ.
წარმატებით სწავლის პირველი პირობა ბუნებრივი ინტერესია. რაიმე საკითხისადმი ბუნებრივი ინტერესი ქვეცნობიერში აქრობს სწავლის, როგორც რთული პროცესის აღქმას და ძირითადი ყურადღება შინაარსზე გადაგვაქ. უინტერესო საგნის სწავლას ხშირად მრავალჯერადი განმეორებით ვცდილობთ, მაგრამ გამეორების ოდენობა სწავლის ეფექტურობას არსებითად ვერ შევცლის. 
ისევე, როგორც ყველა ცხოვრებისეულ სიტაუციაში განწყობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. “ის რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება 10 პროცენტი უბრალო ფაქტებია, ხოლო დანარჩენი 90 პროცენტი ჩვენ მიერ აღქმული რეალობა, ჩვენივე განწყობიდან გამომდინარე.” ასე,  რომ ეფექტური სწავლისათვის საჭიროა გავარკვიოთ და შევარჩიოთ ჩვენთვის საინტერესო სფერო და ვეცადოთ შევიმუშაოთ მასტიმულირებელი განწყობა ამ საგნის სწავლისათვის.
  • უბრალო ფაქტების დამახსოვრებას სჯობს „როგორ ისწავლოთ“ პროცესის გაანალიზება ამჯობინოთ
  • დააკვირდით საკუთარ თავს, თუ რომელი მეთოდით სწავლობთ უფრო ეფექტურად  თქვენი ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე 
  • დააკვირდით  დროის მონაკვეთს, თუ დღის რომელ ნაწილში რა სახის მასალის აღქმა შეგიძლიათ უკეთ 
  • ნუ აქცევთ  სწავლას მხოლოდ აკვიატებულ, უწყვეტ პროცესად. ნასწავლის პრქტიკაში გამოყენება დიდ სიამოვნებას მოგიტანთ და ამით დამატებითი სტიმული გექნებათ სამომავლო ზრდისათვის.

და ბოლოს, აქციეთ სწავლა სასიამოვნო პროცესად. ხშირად, უფრო ეფექტური ფრაგმენტული და შესვენებებით სწავლაა, ვიდრე მთელი დღე გამალებული სწავლა.