ახლა ღამის 5 საათია ვწევარ ერთ პატარა ოთახში ჩემს 12 წლის დასთან ერთად,რომელსაც მშვიდად უშფოთველად სძინავს, მესმის საათის წკაპა-წკუპი, რომლის ხმაც საშინლად ჩამესმის ყურში . სულ რაღაც 12 დღის წინ დედა დავკარგე,ხელებში ჩამაკვდა,თითქოს ჩემთვის ცხოვრება გაჩერდა,დადუმდა მაგრამ…გრძელდება-წამები,წუთები ისევ გაუჩერებლია! მე კი ვარ სულ მარტო ეულად,დედა ჩემი სულის ნაწილი იყო,ჩემი მეორე მე,ბავშობაში მუცელზე თავს დავადებდი და მის სუნთქვას ვუგდებდი ყურს სანამ მისი ტკიბილი ხმით ნამღერი იავნანით არ ჩამეძინებოდა.
ეხლა როცა უკვე საკმაოდ დიდი ვარ ვნატრობ თუნდაც 2წუთით ჩამეხუტოს,მომეფეროს და მხოლოდ მისი ტკბილი ხმით მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება როგორც ადრე,როგორც მაშინ როცა სულ პატარა და უსუსური ვიყავი.
მტკივა საშინლად,მენატრება,მიყვარს,მჭირდება… მინდა ისევ ჩემს გვერდით იყოს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემთვის აუხდენელი ოცნებააა:((ალბათ,დიდი ხნის შემდეგ კვლავ შევხვდები… თუმცა ასეთ დიდი მონატრებას და ტკივილს ვერაფრით ვიმსუბუქებ.
დიდ მადლობას ვუხდით ნათიას ისტორიის გამოგზავნისათვის