Skip to content

დროის ჩანახატი

დაბადებიდან სახელი პირისახეა. შენაპირები იწყებს განვითარებას, მხოლოდ ბინდბუნდი აქა-იქ ფერები ციალში… შემოფეთებიც თითო ნიავის მოქროლვა, სახეზე… ჯერ სხეულს შეიფერებ მერე დანაწევრებით, ნელ, ნელასულში ჩაიწვდენ… მერე…
ფიქრებით ირღვევ გონებას, ჯერ კიდევ მცირე მოგონებებს უთმობ ამ მცირედ ადგილს. უფრო დაკვირვებით ცხოვრების თითოეულ ბწკართან, მეტსაც შეიძენ. ბოლოს გაიგებ ღმერთიც არსებობს…
მერე… ნელ-ნელა კითხვებიც იბადება. ბუნდოვანს თვითონვე მისცემ ელფერს. რატომღაც, სითბო შეესაზრდოება ნელა ყველაფერს. ამას მოსდევს პირველი ღიმილი, ანგელოზების გარეშე. იგრძნობ, გაზაფხულის სურნელად დალანდავ ყველაფერს, ჯერ ხომ მოტყუებამდე დიდი დროა. ამას რა განვლის. კიდევ პირველი სითეთრე თვალებში, ყინულივით ცივი, მაგრამ რა იცი რა არის, ისიც ხომ ყველაფრის ნაწილია, აღვიქვათ ყოველი ლამაზი, გვერდზე გადავდოთ სხვა…
ბოლოსაც ღია ოცნებებში ჩაგეძინება, ამდენი წლის შემდეგ, დრო ხომ გამოტოვე… მან კი არ დაგინდ, რატომ გააქარვა წამი არსებითი , რაც… სიკეთეს წარმოადგენდა, წინ რა აღუდგება, თუნდაც დაუნდობელს, თუკი დაინდობ … ყოველთვის ოქროს ფერში ამოვა მზე, და ყველაფერიც მას ჩაჰყვება, თითქმის, თუ ვერ დაინახავ… ძვირფასს ხომ შენვე იტოვებ. გულსა და სულში, თვალწამრტაც, გულებად გადაშლილს… ნაზია, თოთო ამონათებაზე ყველაფერს ისენებ, ტკბები…
საფრთხესაც რატომ ველოდე… ცის ათინათზე ხომ ნაპრალი არ ჩანს …
ოდნავ… მიშუქებით კარგავ ყველაფერს. ამისათვის ხომ ერთი – ხელის – გაქნევაც – კმარა.
რაც ყველაზე ძვირფასი იყო… კარგავ მას, შეუფასებელს… ოდნავ… ცოტ – ცოტა შეცდომებით… შეუძლებელს რა გახდის ოღონდ მიითვისოს…
უძირო ოცნებებით, ძლიერ შორს წახვალ, მათ შესრულება არ უწერია…
თითქოს გადაკვრით, გაიხსენებ – წლები გამოსცდა… ამოიოხრებ ცოტა შესვენებით…
ამ ქვეყანაზე სახელ მოვლენილს: ისე დაკარგავს ყველაფერს, ყოველს თუ არ მოუარე…
ძალდატანებით…
თვალსა და სულს შუა ნელა იპარება… ოდესღაც პატივსაცემი… ახლა მორიდებით თითოეულს დაეკონება… რასაც ხელი მოჰკიდა, ასე რატომ ქრება . . .
თითქოს წუთისოფელს გამოასალმებენ უზრუნველად, უპიროდ ნაშრომი, მყისვე გაქრება, ნამსხვრევებად, ნაწილ ნაწილ …
თითქოსდა…
ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო…
მერე ვინ თქვა…
არ ჰქნას სიკეთე, კაცი, უთქმელად, უსიტყვოდ მორჩილს… ისე წაეპოტინება, სასურველს, თითქოს ძალდატანებით…
ამის შემდეგაც წლები გადის…
დაღვრემილად… მზე თითქოს ჩაქრა, სისხლი – და – ხორცი … არცერთ მათგანს არ ეტყობა თვითჩაფიქრება, რა დააწერონ საფლავს … რა იცი ჩარაზე… იქნებ სიცივემ იდოს თავი ….
თუნდაც სითბო ცად აიზიდოს … აქ …
გამოგზავნი/ავტორი: რეზი გვრიტიშვილი
26.09.11